ელზა პაპოშვილი
17.09.2020

ქუჩური გარჩევა რუსთავში, რომელშიც 40-ამდე არასრუწლოვანი მონაწილეობდა - ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ ჩხუბი თავდაპირველად მე-4 საშუალო სკოლის ეზოში დაიწყო, თუმცა მათ ტერიტორია დაცვამ დაატოვებინათ. ამის შემდეგ კი ჩხუბი სკოლის მიმდებარედ გაგრძელდა. ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა მათ პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ამის შემდეგ კი, სავარაუდოდ, პოლიციამ მათ შესაშინებლად ჰაერში რამდენჯერმა გაისროლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა სასტიკად იყო ნაცემი და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მოსახლეობა რუსთავში ახალგაზრდების მძიმე მენტალობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მსგავსი ქუჩური გარჩევები თითქმის ყოველ დღე ხდება. 

„თავდაპირველად, ახალგაზრდებს შორის ქუჩური გარჩევა სკოლის ეზოში დაიწყო. მოგვიანებით, დაცვამ მათ ტერიტორია დაატოვებინა, რის შემდეგაც უკვე მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისა და სიმშვიდისკენ მათ საპატრულო პოლიციამ მოუწოდა. ახალგაზრდების ნაწილმა პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ შორის დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი პოლიციამ, სიტუაციის განსამუხტად ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თუმაც ერთ-ერთი ახალგაზრდა სასტიკად იყო ნაცემი.

„ვინ ვის ურტყამდა - კაცი არ იყო გამგები. ადგილობივებმა მერე პოლიციაში დავრეკეთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩხუბობდა. პატრული რომ არ გამოგვეძახა, ალბათ დაჩეხავდნენ ერთმანეთს და კიდევ ერთ ხორავას ქუჩის მსგავს ტრაგედიას მივიღებდით. არ ვიცით, მგონი ამავე სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. ზუსტად არავინ არაფერს ამბობს. სანამ პოლიციმ ჰაერში არ გაისროლა, მემგონი პატურლზე თავდასხმასაც აპირებდნენ“, - აცხადებს ადგილობრივი თამილა ზაკალაშვილი „რეზონანსთან“ 

ადგილობრივების ნაწილი კი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მოჩხუბარ ახალგაზრდებსაც ჰქონდათ. მათი ინფორმაციით, მათ პოლიცია სწორედ რამდეჯერმე გასროლის გამო გამოიძახეს. თუმცა, პოლიციის გამოჩენის შემდეგ, როგორც ჩანს, ახალგაზრდებმა იარაღის გადამალვა მოასწრეს. რუსთაველები ქალაქში მძიმე კრიმინალურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქუჩურ გარჩევებსა და დაპირისპირებებში მონაწილეობენ. 

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში. ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება პოლიციის მიმართ ძალადობისა და მათი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიმართ დაიწყო. ჩხუბში მონაწილე პირთა უმრავლესობა არასრულწლოვანია. გარჩევის შემდეგ პოლიციამ ორი, 21 წლამდე პირი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×