რეზონანსი
21.11.2020

„კლინიკა ბომონდის" ნეონატოლოგიურ განყოფილებაში კოვიდდადებითი 4 ჩვილი მკურნალობს.

მათგან ყველაზე პატარა 9 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვისაა. მკურნალი ექიმის ნათია ხაჩიძის განცხადებით, ჩვილების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მათგან არცერთი არ არის ჟანგბადდამოკიდებული. ველოდებით 2 ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს", - ამბობს ნათია ხაჩიძე.

კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„განყოფილებაში ისევ მატება გვაქვს. თერჯოლის მკვიდრ კოვიდინფიცირებულ ორსულს ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით შეეძინა ჯანმრთელი, მამრობითი სქესის ნაყოფი. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ორსულებთან და მელოგინეებთან ერთად, განყოფილებაში 7 ახალშობილი გვყავს", - ამბობს „კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი გიორგი სხილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×