ელზა პაპოშვილი
27.11.2020

დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. „რეზონანსის“ ინფორმაციით,  ბანკზე თავდასხმა დღის 12 საათზე მოხდა და წაღებულია დიდი ოდენობით თანხა, თუმცა რა ოდენობის, ჯერჯერობით უცნობია. 

გამოცემას თვითმხილველები უყვებიან, რომ მძარცველი ერთი მამაკაცია, რომელიც შეიარაღებული იყო  და ნიღაბი ეკეთა. ის ბანკში შევარდა და მოლარეს იარაღის მუქარის გამოყენებით მისთვის  თანხის მიცემა მოსთხოვა. მძარცველი ბანკიდან რამდენიმე წუთში გამოვიდა და დიდუბის მეტროს მიმართულებით გაიქცა. ადგილზე ესპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. 

„არც გასროლის და არც რაიმე ყვირილის ხმა არ გაგვიგია. მხოლოდ ქალები დავინახე, რომლებიც ბანკიდან გამორბოდნენ და ყვიროდნენ, ჩქარა მგონი ბანკს ძარცვავენო. ყველაფერი ძალიან სწარფად მოხდა. ბანკის თანამშრომლებმა სიგნალიზაციის ჩართვა ვერ მოასწრეს. რაც ფული იყოვო ბანკში სულ წაიღო. 

შემდეგ ბანკიდან ჩანთით კაცი გამოვარდა  და დიდიუბის მეტროს მიმართულებით გაიქცა. სახეზე ნიღაბი ეკეთა და შეიარაღებული იყო. აღსანიშნავი ისაა, რომ ბანკის წინ პოლიციის შენობაა. პოლიციაც მალევე მოვიდა, მაგრამ გაქცევა მოასწრო. რა თანხაა წაღებული, არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ დიდი ოდენობით იყო“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში ადასტურებენ.

უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაწიყო, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
????   (29.11.2020)
შემოვხაზავთ აბა რას ვიზამთ. ქურდებმა და ყაჩაღებმა იფიქრონ,კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს...

ჭორლეონე   (29.11.2020)
ავოეეეეეეე. 41 შემოხაზეთ ხალხნო და იოცნებეთ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×