“ძალიან რთულია იმის განსაზღვრა წავიდა თუ არა საბოლოოდ პოლიტიკიდან ივანიშვილი” - თორაძე
ია აბულაშვილი
13.01.2021

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იმ თრილერს ემსგავსება, რომლის დასასრულის წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია და სცენარისტისგან კიდევ ელიან სიურპრიზებს.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, სადაც განაცხადა, რომ მისი მისია შეასრულებულია. "მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდე, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ივანიშვილის წასვლით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე, რათა ბოლომდე მიიყვანონ მისი დაწყებული საქმე. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში.

"ძალიან რთულია იმის განსაზღვრა წავიდა თუ არა საბოლოოდ პოლიტიკიდან ივანიშვილი, რადგან ის ერთხელ უკვე წავიდა და მერე ისევ დაბრუნდა, ამიტომ გამორიცხული არ არის რომ მესამედ მოვიდეს და ამას დრო უნდა - კინორეჟისორი გოგი თორაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უჭირს დაჯერება ივანიშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ და ის რომ მან მიატოვა თავისი დაფუძნებული პარტია.

"ძალიან რთულია იმის განსაზღვრა წვიდა თუ არა საბოლოოდ პოლიტიკიდან ივანიშვილი, რადგან ის ერთხელ უკვე წავიდა და მერე ისევ დაბრუნდა, ამიტომ გამორიცხული არ არის რომ მესამედ მოვიდეს და ამას დრო უნდა.

"ალბათ რაღაც ისეთი ხდებოდა კულისებში, რომ იძულებული იყო წასულიყო. მე პირადად მიჭირს დაჯერება, რომ ის საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან და ასე მიატოვოს თავისი დაფუძნებული პარტია.

"რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება საქართველოში და აქ იცხოვრებს, "ქართული ოცნებაც" იარსებებს, თუმცა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ გამოვრიცხავ.

"ისე კრიზისი ვერ განიმუხტება და პარლამენტი სრულფასოვნად ვერ იფუნქციონერებს. ყველაზე კარგია, რომ ქვეყანას მართავდეს კოალიციური მთავრობა, რადგან კოალიციურ მთავრობას ალტერანტივა არ აქვს"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (14.01.2021)
რუსული ოცნება ისევე გაქრება როგორც აღორძინება და მოქკავშირი. სრულ სიბნელეს საქართველოში არაფერი ესაქმება


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×