ელზა პაპოშვილი
06.04.2021

ყაჩაღობა ფონიჭალაში - ნიღბიანი მძარცველები კომენდატის საათის დროს ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში შეიჭრნენ, მოხუცები თოკით დააბეს და სახლიდან იარაღის მუქარით თანხის და ოქროს  წაღება მოახერხეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ყაჩაღებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს.

. სახლში, სავარაუდოდ, 3 დამნაშავე იყო შესული. ელოდებოდათ თუ არა მათ გარეთ ვინმე და როგორ დატოვეს მიდებარე ტეროტორია კომენდატის საათის დროს,  ჯერჯერობით უცობია. 

მოხუცების დაკითხვა პოლიციაში რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდეექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

„კერძო სახლია, სადაც მოხუცი ცოლქმარი შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობენ. ძარცვის დროს სახლში ახალგაზრდები არ იყვნენ. არაა გამორიცხული უთვალთვალებდნენ და კარგად შესწავლილი ჰქონდათ. ჯერ გალავნიდან ეზოში გადასულან და შემდეგ ფანჯრიდან სახლში შეიპარნენ. 

„კომენდატის საათის დროს მძინარე მოხუცებს თავზე დაადგნენ და გაკოჭეს. პირდაპირ უთქვამთ - ოქრო რომ გაქვთ, იმას სად მალავთო. ანუ ზუსტად იცოდნენ, რომ სახლში ფული და ძვირფასეულობა ინახებოდა. 

„უთქვამთ - თუ არ გვეტყვით, საშინლად გაწამდებით და დაგხოცავთო. ამათაც შეეშინდათ და უთხრეს ფულიც და ოქროც სად ჰქონდათ შენახული. 

„კარგად დაგეგმილი ყაჩაღობაა. არაა გამორიცხული გარეთაც ვინმე ელოდებოდათ. სავარაუდოდ, ბინაში 3 ადამიანი იყო შესული. არ ვიცი... კომენდატის საათის დროს უფრო დაცულები უნდა ვიყოთ და პირიქით ხდება. სახლში შვილი რომ დაბრუნდა დილით, გაკოჭილები მან იპოვა. პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა. ნიღბებით ყოფილან და მათ ამოცნობასაც ვერ შეძლებენ“, - აცახდებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )