ია აბულაშვილი
01.04.2022

საქართველოს ხელისუფლება ძალიან იკავებს თავს და დიპლომატიურად იქცევა შეფასებებს რომ არ აკეთებს, მაგრამ ზელენსკის ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარი რჩება - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.

„რუსეთი ისეთ მოთხოვნებს უყენებს უკრაინას, რაც სახელმწიფოს გაუქმებას ნიშნავს და ამაზე დათანხმება შეუძლებელია, ამიტომ ასეთ წინააღმდეგობას უწევს ზელენსკი. ძალიან მომწონდა ეს ადამიანი, მაგრამ რასაც ახლა აკეთებს საქართველოსთან მიმართებაში, იქნება ეს ელჩის ოფიციალურად გაწვევა, პრეტენზიები სანქციებთან დაკავშირებთი და ა.შ. არა მხოლოდ ჩემთვის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, რადგან შენ ხარ მთავარი ფიგურანტი ამ ომში და შენს ტერიტორიაზე არსებულ გაზსადენს არ აუქმებ და მე მომწოდებ სანქციები დავაწესო ან მეორე ფრონტი გავხსნა?

რაზე თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ? რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, შეიძლება ხვალ თვითონ ისე გაუჭირდეს, რომ ეკონომიკურ ბლოკადაში აღმოჩნდეს, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაუხევია. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, უკრაინიდან გამოქცეულ ადამიანებს აპურებს და თბილად ხვდება. არ მინდა ვიფიქრო, რომ მიშას მსტოვრები უკრაინაში არწმუნებენ ზელენსკის, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან უჯერებს. აბა, რა ჰქვია მაგის საქციელს?! მართლა უნდა გაუშვა მიშა უკრაინაში, ფორნტზე ეგ არ წავა, მიუჯედება გვერდით ზელენსკის და კიდევ უფრო დაანგრევინებს ქვეყანას," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×