ელზა პაპოშვილი
17.04.2022

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ბეკო“ გაქურდეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წაღებულია 10 მობილური ტელეფონი და ზარალი დაახლოებით 10 ათასი ლარია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ამ მაღაზიის გაქურდვის პირველი მცდელობა არ არის და ერთი და იგივე ფილიალი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 6-ჯერ გაძარცვეს.   

დანაშაულში ეჭვმიტანილები არასრუწლოვნები არიან. მათ წინააღმდეგ პოლიცია ვერაფერს აკეთებს და არსებობს ეჭვი, რომ ისინი სრუწლოვნების დავალებებს ასრულებენ.

მსგავსი ძარცვა მოხდა „ბეკოს“ სხვა ფილიალებშიც.  ამოღებულია კამერის ჩანაწერები. სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.   

„ბეკოს“ მაღაზია ამ წელს უკვე 6 ჯერ გაძარცვეს. სიგნალიზაციაც აქვს და ყველაფერი, მაგრამ ისე პროფესიონალურად მოქმედებენ  და ისეთი გაწვრთნილები არიან, მაღაზიას წამში ძარცვავენ. ფანჯრებია ჩამტვრეული და მობილურები იქიდან აქვთ გატანილი. თან ძალიან კარგად ცნობენ რომელია ძვირადღირებული და  კონკრეტულად რომელი ტელეფონები უნდა წაიღონ.   

„ზარალი 10 000-მდე ლარს შეადგენს. პოლიციამ კამერები ამოიღო, ყველაფერი გაშიფრულია, მაგრამ აზრი არ აქვს. არასრუწლოვნები არიან და ერთი და იგივე ჯგუფი მოქმედებს. პოლიციამ ვიდეოკამერებიც ამოიღო და კარგად ჩანს, რომ ბავშვები არიან. 

„ძალიან სწრაფად და ოპერატიულად მოქმედებენ. სავარაუდოდ, არასრუწლოვნებს უფროსები ავალებენ და კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს. ამიტომ ისაა გასაგები ამ ბავშვებს დავალებას ვინ აძლევს, ამ ტელეფონებს როგორ და სად ყიდიან მერე“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×