„კომერციალიზაციამ არა მხოლოდ სერვისები და მედიკამენტები გააძვირა, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაც არ გაუმჯობესებულა“
თამთა ჩაჩანიძე
17.02.2023

პარასკევს „ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე თუ რა მოუტანა საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციამ და როგორია მისი სოციალური შედეგები. როგორც მკვლევარები ამბობენ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჯანდაცვის სისტემას რეფორმების ყველა ეტაპზე ახასიათებდა სვლა ჯანდაცვის კომერციალიზაციისკენ, ამიტომ, კვლევის მიზანი სწორედ ამ პროცესის სოციალური შედეგების დადგენაა.

ვინ მოიგო ჯანდაცვის სისტემის კომერციალიზაციის შედეგად? იყო თუ არა ამ ტიპის განვითარება გარდაუვალი? რა იყო ამ პროცესების მამოძრავებელი, გადაუდებელი აუცილებლობა თუ იდეოლოგია? რა როლი ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ პროცესში? ეს ის საკითხებია, რაზეც მკვლევარები მსჯელობენ. კვლევის ავტორები არიან ბექა ნაცვლიშვილი, ნოდარ კაპანაძე და სოფო ჯაფარიძე.

როგორც სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ბექა ნაცვლიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ვითარება გვაჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირისდროინდელი სისტემის დროს, ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებდა, რაც საერთო სურათზე უფრო დადებითად აისახა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები, როცა ჯანდაცვის სისტემამ კომენციალიზაცია განიცადა.

„ზოგადად ჯანდაცვა ადამიანის უფლებაა და მასზე სახელწიფო უნდა ზრუნავდეს, ეს არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციითაა აღიარებული. ამიტომაც ეს ვერანაირად ვერ იქნება ბიზნესი და უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს, როგორც კომერციული საქმიანობა.

„თუ საავადმყოფოს ხელმძღვანელს მოგების მიღება სურს, მკურნალობაზე იმ ფასს დაადებს, რაც მოგების გარანტიას მოგცემს და არა იმას, რაც წესით უნდა იყოს, ანუ ძვირი იქნება. გარდა ამისა, ხელმძღვანელმა მოგება რომ გაზარდოს, ზედმეტ მანიპულაციებს ჩაატარებს, რომელიც შესაძლოა საერთოდაც საჭიროც არ იყოს. საბოლოო ჯამში ეს იმას იწვევს, რომ მომსახურება ძვირდება, ხარისხი კი არ იზრდება, რადგან მე თუ დავუშვათ მოგებაზე ვარ ორიენტირებული, ჩემი მიზანი ავადმყოფების მომრავლებაა და არა შემცირება, ეს კი სისტემის ბრალია.

„ყველაზე კარგი სისტემა იქაა, სადაც პირველადი ჯანდაცვა მუშაობს, რაც პრევენციას გულისხმობს. რადგან სახელმწიფომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ მთლიანად მოიხსნა პასუხისმებლობა და მთლიანად პრივატიზაციას დაუქვემდებარა ყველაფერი, ჰოპსპიტალური სექტორიდან დაწყებული, გაგრძელებული პირველადი ჯანდაცვის ნაწილით, ბიზნესი პოლიკლინიკებში არ შევიდა, რადგან იფიქრა, რომ აქ მოგება მაინც არააო, სახელმწიფომაც პასუხისმგებლობა მოიხსნა, პოლიკლინიკები მიაგდო და საბოლოო ჯამში, ხალხი აღმოჩნდა მოგებაზე ორიენტირებული ჰოსპიტლების ამარა.

„მთავარი ისაა, რომ თუ პრევენცია მოხდება, შემდეგ უკვე ადამიანის საავადმყოფოში წასვლის აუცილებლობა აღარ დგება. ამიტომ ჩვენ ის სისტემა შევადარეთ, სადაც პრევენცია ფუნქციონირებდა და ჯანდაცვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობა იღებდა. საქართველოს ისტორიაში ამგვარი საბჭოთა კავშირის დრო იყო და მეორე სისტემაა ეს 30 წელი, რაც ეს რეფორმები გატარდა და აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად საავადმყოფოების თავის მოწონებისა, რომ თითქოს ახალი აპარატურა და ინფრასტრუქტურა აქვთ, არცერთი მაჩვენებელი თითქმის გაუმჯობესებული არაა. ავადობა და სიკვდილიანობა რაღაც ოდენობით გაზრდილია, ექიმების და კლინიკების რაოდენობა შემცირებულია, პირველადი ჯანდაცვა მოშლილია, კომენრციული სააფთიაქო სტრუქტურა ხალხს ყვლეფს.კომერციალიზაციამ, ანუ ბიზნესზე ორიენტირებულობამ არა მხოლოდ სერვისების, მედიკამენტების და ჯანდაცვის მომსახურება გააძვირა, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაც არ გაუმჯობესებულა.

„საერთო სურათი გვანახებს, რომ საბჭოთა კავშირის სისტემის დროს ხალხის ჯანმრთლობის მდგომარეობა ბევრად უფრო უკეთესი იყო, ვიდრე ახლა. ადრე ხალხე სახელწიფო ზრუნავდა, ახლა კი ადამიანმა თავის თავზე უნდა იზრუნოს და თუ შესაძლებლობა არ აქვს, უბრალოდ ვერაფერს იზამს",- განაცხადა ნაცვლიშილმა.

იგი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს ჯანდაცვის სერვისების ერთადერთი შემსყიდველი როგორც მკურნალობის დაფინანსების, ისე მკურნალობის პროცესის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„მომსახურება გაბნეულია, მკურნალობა სხვადასხვა კერძო სტრუქტურებში ხდება პოლიკილინკა სადღაც გაგაგზავნის, ინფორმაციას არ გაყოლებს და სხვაგან იგივეს თავიდან გიკეთებენ. გარდა ამისა, ჩვენი დაფინანსება სხვადასხვა უწყებებშია გაბნეული, დიდ ნაწილს ჯიბიდან ვიხდით, თუ გაგვიმართლა საყოველთაო გადაგვიხდის, თუ არადა გამგეობას უნდა ვეხვეწოთ რაღაცა დაგვიფინანსოს. თან თუ დაზღვევა გვაქვს, ის ძვირია და ნაწილს გვიფინანსებს. გამოსავალი სახელმწიფო სექტორის გაძლიერებაა, რომ ჰოსპიტლები მოგებაზე ორიენტირებულები არ იყვნენ, სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული ბიუჯეტირება მოხდეს და ის ჯანდაცვის სერვისების ერთადერთი შემსყიდველი გახდეს.

„ჩვენ ძლიერი სახელმწიფო ჰოსპიტლები და ძლიერი დაფინასების მექანიზმი გვჭირდება. საქართველო ერთ-ერთი ჩამორჩენილია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ჯადაცვაზე მშპ-დან ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს. წინა წლებთან შედარებით ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კი გაზრდილია, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

„რაც შეეხება მედიკამენტებს, რეფერირებული ფასი კი შემოდის, მაგრამ ეს ვერაფერს ვერ უშველის, სახელმწიფომ კონსოლიდირებული შესყიდვები უნდა განახორციელოს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ქვეყანაში არსებული მედიკამენტების საჭიროება უნდა შეისწავლოს და ამის შემსყიდველი თივთონ უნდა გახდეს. ასეთ შემთხვევაში, მედიკამენტების შემოტანა ბევრად უფრო იაფი იქნებოდა და როცა ზედა ზღვარი დაწესდება, სააფთიაქო ქსელები შეძლებდნენ, რომ ამ ფასად გაეყიდათ. სააფთიაქო ქსელების სახელწიფო საკუთრებაში მოქცევა, რა თქმა უნდა, საჭირო არაა.

„ამ რეფორმებიდან ყველაზე მეტად კერძო კომპანიებმა, ბიზნესმა იხეირა, რომელსაც მედიცინასთან საერთოდაც კავშირი არ აქვს. წააგო მოსახლეობამ, გაუძვირდა მედიკამენტები, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა და გარდა ამისა, მთვარი საკითხი -მომუშავე პერსონალის ექიმებისა და ექთნების მდგომარეობაც გაუარესდა. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და ამ შედეგებზე რაოდენობრივი გათვლების თვალსაზრისით, ყველას დავაახეთ, რომ ეს უბრალოდ ცარიელი სიყვები არაა", - განაცხადა ბექა ნაცვლიშილმა „რეზონანსთან"

იმ ნაწილში, სადაც მკვლევარები ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციის სოციალურ შედეგებს მიმოიხილავენ აღნიშნულია, რომ რომ მოსახლეობამ ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაციიდან სარგებელზე უფრო მეტი ზარალი ნახა.

„მოსახლეობამ ჯანდაცვის სისტემის ზემოთ აღნიშნული ტრანსფორმაციიდან სარგებელზე უფრო მეტი ზარალი ნახა, რაც გამოიხატება, მათ შორის: მოკვდაობის დონის 1.5- ჯერ ზრდაში; სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლის უმნიშვნელო მატებაში; ავადობის დონის 2.3 ჯერ ზრდაში; ჯანმრთელობის დაცვაზე განუხრელად მზარდ ხარჯებში.

ამ, უდავოდ უარყოფითი ტენდენციების მიზეზი მრავალია, მაგრამ ამ მიზეზებიდან ერთერთი უმთავრესი პროფილაქტიკური გამოკვლევით მოცვის მაჩვენებლის თითქმის 9 ჯერადი შემცირებაა,რაც დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას და მის შედარებით იოლ მკურნალობას უზრუნველყოფს.

ბოლო 30 წლის მანძილზე მომხდარი ტრანსფორმაციის შედეგად მოგებული არც პერსონალის უდიდესი ნაწილი დარჩენილა. სამედიცინო პერსონალისთვის გაუარესდა შრომის პირობები, შემცირდა რეალური შემოსავალი. მიუხედავად ექთნების რაოდენობის სიმცირისა, მათი ხელზე ასაღები ხელფასი 312.50 ლარიდან 633.75 ლარის ფარგლებში მერყეობს (სოლიდარობის ქსელი, 2021). სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა თვიური ხელფასი საშუალო მაჩვენებელი დღესაც ჩამორჩება ბიზნეს სექტორში ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელს",- აღნიშნულია კვლევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×