ელზა პაპოშვილი
25.02.2023

ძალადობდნენ თუ არა ოჯახის წევრები 2 წლის ბავშვზე? - ამ შემზარავი ფაქტის შესახებ საზოგადოებამ 23 თებერვალს შეიტყო, როდესაც გურჯაანის საავადმყოფოში ბებიამ 2 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა. ბებია მერი თურქოშვილი აცხადებდა, რომ გოგონაზე მისი დედა, 30 წლის ქალი ძალადობდა. დედამთილმა რძალი ბავშვის ფიზიკურ ძალადობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ბავშვის სხეეულზე მრვალობითი გაურკვეველი სახის დამწვრობები ნახა. ბავშვს ასევე მოულოდნელად მუცლის ტკივილი და შებერილობა დაეწყო. 

ბებია აცხადებს, რომ მისი რძალი მის შვილთან არ ცოხვრობს და ცოლ-ქმარი სხვადასხვა სახლში არიან. ბავშვი ხან დედასთან არის და ხან მამასთან. დაზიანებები კი მას დედასთან ყოფნის შემდეგ აღმოაჩნდა.

მიუხედავად ბებიის მონათხრობისა, პოლიციამ ბავშვის დედის გამოკითხვის შემდეგ  გოგონას მამა დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 37 წლის მამაკაცმა გოგონაზე ძალადობის შედეგად მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები  მიაყენა. დადგება თუ არა დედის პასუხისმგებლობის საკითიც და არის თუ არა 30 წლის ქალიც დამნაშავე, ჯერჯერობით უცნობია.

მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ბავშვის დედაც ქმრის ძალადობის მსხვერლია და ეს მისმა დედამთილმა კარგად იცის. ამიტომ ქალს სიმართლის თქმის შეეშინდა და მომხდარი  ფაქტი დამალა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დედამთილმა სწორედ შვილის დაფარვის მიზნით, ხელი რძალს დაადო. 

„მუცელი აქვს გაბერილი და სითხე აქვს მუცელში. მუცელზე არის დამწვრები, ეგ დავინახე. შეშის ღუმელზე არის მუცელი მიდებული. მე ვეუბნები ყველას, გაარკვიოს ვინც სცემა და ვინც გააკეთა. პოლიცია ჩართულია. ჩემს წინ რომ დაარტყეს, მაშინ გავიგე, რომ ძალადობდა. დედამ დაარტყა - რატომ იქცევიო ეგრე ტირილი რომ დაიწყო. ცოტა ფსიქიატრიულად არის დაავადებული, შეამოწმეს, გაიგებენ ყველაფერს“, - ამბობდა ბავშვის ბები  მერი თურქოშვილი მედიასთან საუბრისას.     

თუმცა, 24 თებერვალს  კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას“, - წერია უწყების განცხადებაში.

ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ადგილობრივები კი ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლი თავადაც არის და სავარაუდოდ, მას მძიმე ემოციური ფონი ამის გამო აქვს. დედამთილმა კი ოჯახის ამბები კარგად იცის, ამიტომ რძალზე ხელის დადებით, რაღაცის გადაფარვას ციდლობდა. 

„რაც ვიცით ისაა, რომ ერთი არეული ოჯახია. მრავალშვილიანები არიან.  ცოლი ცალკე ცხოვრობს და ქმარი - ცალკე, რადგან ცოლზე ქმარი ძალადობდა. სულ კონფლიქტი და ამბები ჰქონდათ. მგონი პოლიციაც იყო ადრე ჩართული. ბავშვები ხან მამასთნა არინ და ხან დედასთან. რაც ვიცით ისაა, რომ ბავშვი 10 დღის განმავლობაში ასე ნაცემი და გაუბედურებული ჰყოლიათ. როგორც ჩანს, როცა სიტუაცია დამძიმდა და ბავშვი ცუდად გახდა, საავადმყოფოში მაშინ მიიყვანეს. 

„დედაც შეშინებულია. რა თქმა უნდა,  ფაქტი იცოდა, მაგრამ ალბათ შიშის გამო დამალა. დედამთილმა კარგად იცის მისი შვილი რასაც წარმოადგენს და რძალზე გადააქვს ბრალდება. შესაძლოა ეს გოგოც ძალადობს, არ ვიცით. ფაქტია, რომ ამ დონის დაზიანებები  ბავშვს ვიღაცამ მიაყენა. ბავშვი ღუმელზეა მიგდებული. ზოგმა თქვა სიგარეტის ნამწვავებით აქვს სხეულზე დაზიანება მიყენებულიო. ასეთ მშობლებს ბავშვები რად უნდათ, არ ვიცი. ალბათ დანარჩენ ბავშვებსაც მოიკითხავს პოლიცია“, -აცხადებს მეზობელი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება ბავშვის მდგგომარეობას, ის კატასტროფის ბრიგადამ  გურჯაანიდან თბილისის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. ექიმები ადასტურებენ, რომ მცირეწლოვანს სხეულზე მრავლობითი დამწვრობა, მუცლის ტკივილი და ანემია აღმოაჩნდა.

„მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა რიგი კლინიკოლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ანემია და კუაგულოპათია. მიმდინარეობს მკურნალობა. ჩატარებული კვლევებით მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო. გარეგანად აღენიშნება კანის მრავლობითი დაზიანებები, რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული“, - ამბობს ექიმი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×