ელზა პაპოშვილი
15.05.2023

კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში, ცოტა ხნის წინ სამთავრობო კვარტალში, უზენაეს სასამართლოსთან სროლა იყო. ზუბალაშვილების ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პირია დაჭრილი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი კონკრეტულად უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით დაჭრილ ახალგაზდა კაცს და მის მეგობარს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცმა მეგობარს სახლთან ჩასაფრება მოუწყო. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. 29 წლის თორნიკე გაბელაშვილმა სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიიღო. თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა. ის ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. 

ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სროლა ორმხრივი იყო და დაჭრილმა ახალგაზრდამ თავდამსხმელს სროლითვე უპასუხა. არის თუ არა სავარაუდო, დამნაშავე დაჭრილი, უცნობია. თუმცა, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კადრების ამოღება უკვე შეძლო. დიდი ალბათობით თავდამსხმელი უკვე იდნეტიფიცირებული ჰყავთ, თუმცა, მის ვინაობას არ ასაჯაროვებენ.   

„სროლის ხმა გავიგე, ორივე მიმართულებიდან ისროდნენ. ვიფიქრე, ალბათ ბავშვები რაღაცას თამაშობენ-თქო და გადავიხედე. ვნახე რომ ბიჭი იწვა დაბლა და შველას ითხოვდა. ხალხიც მალევე მოგროვდა. ვნახე, რომ ჩემი მეზობელი იყო. ვინ ესროლა და რატომ არ ვიცით. თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა. 

„ამბობენ, რომ მანამდე რამდენიმე საათით ადრე ერთმანეთში უჩხუბიათ. მერე ეს ვიღაც ჩაუსაფრდა სახლთან და რომ გამოვიდა, ესროლა. დედამისს ველაპარაკეთ და ამბობს, რომ კარგად არის და ექიმებმა გადაარჩინეს. თორნიკე ფეხის არეში არის დაჭრილი და ძირითადი ჭრილობები ფეხებში აქვს მიყენებული“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×