ელზა პაპოშვილი
08.06.2023

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 16 წლის გოგონა სკოლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. მას ოჯახი და პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა. როგორც ირკვევა, ის ადგილობრივმა მცხოვრებმა 29 წლის მამაკაცმა, მეგობართან ერთად ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.  მომხდარის დეტალებზე საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი გოგონას სათხოვნელად მშობლებთან არაერთხელ მივიდა, თუმცა ის უარით გაისტუმრეს. ამის შემდეგ კი მოიტაცა და რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელ სოფელში ჰყავდა გადამალული.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, გოგონა მოსალოდნელი საფრთხის გამო სკოლაში დამოუკიდებლად თიქმის არ დადიოდა, თუმცა ბოლოს მას ჩასაფრება მოუწყვეს და სწორედ იმ დროს გაიტაცეს, როდესაც სკოლიდან მარტო გამოვიდა. 

ირკვევა ისიც, რომ ორი პირის დაკავების შემდეგ, მოზარდის მშობლებმა საჩივრის გამოტანა გადაწყვიტეს და ამბობენ, რომ ოჯახი მორიგდა. თუმცა, როგორ წარიმართება დაკავბულების ბედი უცნობია. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.    

„დიდი ხანია ეს ბიჭი ამ გოგოს ოჯახს ბავშვის მითხოვებას დაჟინებით სთხოვდათ. ოჯახი უარზე იყო, რადგან გოგონა პატარაა. მას სკოლის დამთავრება და სწავლის გაგრძელება სურს. ჩვენთან, სამწუხაროდ, გოგონას მოტაცების და ადრე გათხოვების ტრადიცია ისევ არის. ამის გამო ბავშვი სკოლაში მარტო არ დადიოდა. ეშინოდათ და ოჯახის  წევრები დაყვებოდნენ. ეტყობა უთვალთვალებდა და რომ დაინახა ბავშვი მარტო იყო, მეგობართან ერთად ჩასაფრება მოუწყო. 

„სკოლიდან სახლში რომ აღარ დაბრუნდა, მისი ძებნა დაიწყეს. ორი დღე ეძებდნენ და პოლიციამ მეზობელ სოფელში იპოვა. გოგო წამოიყვანეს და ეს ბიჭები დააკავეს. ახლა ამბობენ, რომ მოვრიგდით და აღარ ვჩივითო. ალბათ ვეღარ გაიმეტეს საციხედ“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×