ელზა პაპოშვილი
21.08.2023

ფემიციდის უმძიმესი შემთხვევა მარნეულში - სოფელ სადახლოში კაცმა ცოლი მოკლა, შვილი კი, რომელმაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დედის დახმარება სცადა, დაჭრა. 15 წლის მოზარდი ამ ეტაპზე საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 57 წლის ავაზ ხალილოვს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ის მუდმივად წამლებს იღება. ცოლთან კონფლიქტიც სწორედ ამის გამო დაიწყო. ქალმა ქმარს წამლის დალევის დრო შეახსენა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კაცმა ცოლს ხანჯლით გულმკერდის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა. მისი დახმარება შვილმა სცადა, თუმცა, უშედეგოდ, ქალი ადგილზევე დაიღუპა.  

ავაზ ხალილოვი, დუმილის უფლებას იყენებს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ დაკავებიდან მალევე ავაზ ხალილოვმა მეუღლის მკვლელობა აღიარა, სასამართლოში კი პოზიცია შეცვალა და დუმილის უფლება გამოიყენა. 

„ამ კაცს წლებია ფსიქიკური პრობლემები აქვს. ბოლო დროს მშვენივრად იყო და მკურნალობდნენ. არაფერი რაიმე მსგავსი პრობლემა არ ჰქონია. რა მოხდა და რამ მოუარა, არ ვიცით. ცოლმა სთხოვა, რომ წამლის დალევის დრო გაქვს და დალიე, ხომ იცი ცუდად გახდებიო. ამაზე მოსოვლიათ კონფლიქტი. ეს კაცი გავარდნილა და ქალს ხანჯლით გამოდევნებია. სანამ ქალს ვინმე  მიეშველა, გულში რამდენჯერმე ჩაარტყა. ამ ყვირილზე შვილი გამოვიდა, დედის დახმარება სცადა, მაგარმ უშედეგოდ. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“,-ამბობს ადგილობრივი. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×