ელზა პაპოშვილი
23.08.2023

სროლა ბათუმში - ორი დაჭრილი და ერთი დაშავებული მამაკაცი. შეიარაღებული თავდასხმა  ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე ორ  ხელოსანს ავტომობილით შეეჯახა, ორს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილები მამა-შვილი არიან. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, პოლიციამ მისი  დაკავება ცხელ კვალზევე შეძლო. 

„რეზონანსმა“ ასათიანის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია.  როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრას წინ უძღოდა სახელოსნოში დაკავებულსა და დაჭრილებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. კონფლიქტი მეზობლებს შორის 1 წლის წინ დაიწყო, თუმცა ამჟამად რა მოხდა, მათთვის უცნობია. მხოლოდ სროლის ხმაზე გმოვიდნენ და ნახეს, რომ ორ ხელოსანს მანქანით დაეჯახნენ, ორს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

„მეზობლები არიან. ადრეც ერთი წლის წინ რაღაცაზე ჰქონდათ კონფლიქტი. მემგონი ამ ავტოსახელოსნოს გამო. არ მოსწონდა თუ რა იყო, დეტალები არ ვიცით. ახლაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკებ მოსვლიათ, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„ყველამ სცემა ეს ერთი კაცი თუ როგორ იყო, დეტალები არ ვიცით. ამის შემდეგ ავტომობილით ორ ხელოსანს დაარტყა, ხოლო ორი მამა-შვილი, რომლებიც არიან, იარაღით დაჭრა. გაიქცა ადგილიდან და  მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია. თუმცა, მალევე ბათუმშივე დაუკავებიათ“,-აცახდებს „რეზონანსთან“ ადგილობრივი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის კაცმა ავტოსახელოსნოში 4 ადამიანი დაჭრა. კაცი პოლიციამ უკვე დააკავა. დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. შსს-მ გამოძიება ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×