ელზა პაპოშვილი
30.08.2023

რა გახდა ბაღდათში სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანის  გაიგუდვსი მიზეზი ამის დადგენას გამოძიება ცდილობს, თუმცა, წინასწარი ვერსიით, 40 წლის და 70 წლის მამაკაცები ე.წ. ჭაჭის გაზმა გაგუდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცს სახლში სტუმრად მეზობლები ჰყავდა სურდა მათ ე.წ. ჭაჭით გამასპინძლებოდა. მას თან მეზობელიმ 70 წლის მამაკაცი გაჰყვა. ქვევრში ჯერ ახალგაზრდა ჩავიდა, ხოლო მეზობელი ზემოთ ელოდებოდა, რომ ჭაჭა მიეწოდებინა. როდესაც ქვევრში ჩასული ახალგაზრდა აღარ გამოჩნდა და არც მოხუცის დაძახებულზე ჰქონდა რეაგირება, ისიც ქვევრში ჩავიდა, თუმცა ე.წ. გაზმა ისიც გაგუდა. 

მეზობლებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფოსა და პოლიციას ორივე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

„როგორც ვიცით, სახლში ჰყავდა სტუმრები. ე.წ. ჭაჭის ამოსაღებად მარანში შევიდა. მას თან 70 წლის მეზობელი გაჰყვა. ეს ბიჭი ქვევრში რომ ჩავიდა და იქიდან უნდა ამოეწოდებინა, აღარ გამოჩნდა. ამ კაცმა დაუძახა - რა ქენი, ხომ მშვიდობა გაქვსო? რომ ჩაიხედა და უგონო მდგომარეობაში დაინახა, მის დასახმარებლად ჩავიდა, მაგრამ თავადაც გაიგუდა. უკან ამოსვლა მანაც ვერ შეძლო. ეს არის ე.წ. ჭაჭისგან დაგროვილი გაზი, რომელიც პირდაპირ გუდავს ადამიანს. 

„ორივემ რომ დაიგვიანა, დანარჩენი მეზობლებიც შეცვივდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ორივე ადგილზე დაიღუპა. ყველა მაშინვე მიხვდა რისი ბრალიც იყო. სასწრაფო რომ მოვიდა, ორი მიცვალებული დახვდათ. ყველაფერი იმდენად წამებში მოხდა, რომ „გვიშველეთო“ - ამის დაძახებაც კი ვერ მოასწრეს. სამწუხაროა, რომ ვერ მიხვდნენ, რომ იქ გაზი იქნებოდა დაგროვილი და დაბლა არ უნდა ჩასულიყვნენ“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

შსს-ში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×