ელზა პაპოშვილი
07.09.2023

უმძიმესი დანაშაული, რომელშიც თურქი მოდელი და ინფლუენსერია ბრალდებული. როგორც თურქული მედია წერს, გიზემ კარამელაკი, ძმასთან და კიდევ სამ თანამზრახველთან ერთად მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადალახვას ციდლობდა. ქალის და მისი თანამზრახველების დაკავების მიზეზი კი უმძიმესი დანაშაული გახდა, რომელშიც მოდელი და მისი ოჯახის წევრები არიან ეჭვმიტანილები. 

სტამბულის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სატელევიზიო შოუ Style icon-ის კონკურსანტი გიზემ კარამელაკი ბრალდებულია ახალგაზრდა ქალის გატაცებაში, წამებასა და ტრეფიკინგში. თურქული მედიის ცნობით, კარამელაკმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ქალი, რომელიც მის შეყვარებულთან ურთიერთობდა. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ქალის შეყვარებულს, რომელიც მოდელის ღალატში იქნა დადანაშაულებული. 

გატაცებულ ქალს კი  ერთ-ერთ სოფელში მდებარე აგარაკზე თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, იძულებით შეაჭრეს თმები, ძალდატანებით მისცეს ნარკოტიკული საშუალებები, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადეს. ასეთ მდგომარეობაში ქალი ოთხი დღე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გიზემ კარამელაკმა მსხვერპლთან ერთად საქართველოში გაქცევა სცადა. 

გამოძიების ინფორმაციით, ყალბი სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილი პოლიციამ შეაჩერა, რა დროსაც გატაცებულმა დახმარება ითხოვა. ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა დააკავეს. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ისინი ქალის მოკვლას და თავიდან მოშორებას აპირებდნენ. 

თურქული მედია წერს, რომ გიზემ კარამელაკის ტელეფონის შესწავლის შედეგად აღმოჩენილია 19 სხვადასხვა ჩანაწერი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. დგინდება, რომ ცნობილი მოდელი ერთ-ერთი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო.      

„უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი, რომელშიც მოდელი და ინფლუესერია ეჭვმიტანილი. გამოძიებით დადგინდა, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად დანაშაული ჩაიდინა მისმა ძმამ და კიდევ სამმა პირმა, რომელბიც ასევე ქალის ნათესავები არიან. საქმე კი ეჭვიანობის ფაქტს ეხება. 

„ახალგაზრდა მოდელმა შეყვარებული ღალატში დაადანაშაულა. ის ძმას და მის ნათესავებს ჯერ სასტიკად აცემინა, შემდეგ კი ის ქალი გაატაცებინა, რომელთანაც მამაკაცს, სავარაუდოდ, ურთიერთობა ჰქონდა. 

„ის 4 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. სოფლის ერთ-ერთ აგარაკზე წაიყვანეს, სცემეს, თმები შეაჭრეს და გააუპატიურეს. ასევე აძლევდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას. ამის შემდეგ კი გიზემ კრამელაკმა და მისმა თანამზრახველებმა ქალის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ამ მიზნით აიღეს ყალბი საბუთები, რომლითაც საქართველოში გადასვლას აპირებდნენ. მათი დაკავება სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ისინი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. თურქი მესაზღვრეები დაეჭვდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ქალთან გასაუბრების შემდეგ კი, რომელიც მოდელს ჰყავდა გატაცებული, მან დახმარება ითხოვა. ქალმა თქვა, რომ ის იძულებით იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან. 

„გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია ისინი საქართველოში ქალს რას უპირებდნენ. ან ჰყავთ თუ არა სხვა თანამზრახველები. ამიტომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა  დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს“, - აცახდებენ თურქეთის პოლიციაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×