ელზა პაპოშვილი
30.10.2023

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის  წერილი მიიღო. როგორც ირკვევა, მე-5 კლასელ 10 წლის გოგონას წერილში წერენ, რომ თუ ის კონკრეტულ თანხას მერხთან არ მიიტანს და არ დატოვებს დათქმულ დროში, მის დას მოკლავენ. 

ბავშვს წერილი თავის მერხთან,  საკლასო ოთახში დახვდა. მოსაწავლემ მომხდარის შესახებ მასწავლებელს აცნობა, მან კი საქმის კურში სკოლის დირქტორი ჩააყენა, რომელმაც პოლიციას შეატყბინა. მეხუთეკლასელი ბავშვი უკვე გამოკითხეს. 

„როგორც ვიცით სკოლაში მისულ ბავშვს დახვდა წერილი, სადაც ეწერა, რომ თუ ის დათქმულ დროს ფულს არ მიიტანდა, მაშინ მის დას მოკლავდნენ. ბავშვს შეეშინდა და ამის შესახებ მასწავლებელს აცნობა. წერილი მას გადასცა. მან კი საქმეში დირექტორი ჩართო. დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. მას ფულის დატოვებას ასევე მერხთან სთხოვდნენ. ზუსტად არ ვიცით, რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ, ეს რომ ბავშვების ნამოქმედარია, ეჭვი ამაზეა. როგორც ვიცით,  ხელნაწერია და კალიგრაფიის მიხედვით პოლიციას ალბათ არ გაუჭირდება გაიგოს  ვის მიერ არის დაწერილი. არ ვიცი, ეს თუ მისი ვინმე თანაკლასელის ჩანდენილია, ნამდვილი კატასტროფაა“,-ამბობს ადგილობრივი. 

როგორც რესურს-ცენტრში აცხადებენ, მათ მომხდარის შესახებ უკვე იციან და საქმეში პოლიციაა ჩართული. 

„წერილი დახვდა მეხუთეკლასელ ბავშვს მერხთან. წერილით სთხოვდნენ ფულს და წერილი შეიცავდა მუქარასაც. სკოლას ჰქონდა სათანადო რეაგირება, მიმართა პოლიციას და ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება. ხელნაწერი იყო, შესაბამისად, არ გაუჭირდება გამოძიებას დადგენა,“ - ამბობს რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმაკოზაშვილი.    

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×