ელზა პაპოშვილი
27.11.2023

ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თბილისში - ქალი ქმრის მხრიდან მოკვლას  მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მას ქუჩაში ორი  გამვლელი დაეხმარა. ინციდენტი ზღვის უბნის დასახლებაში მოხდა. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას მეუღლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე ედება ბრალი.

როგორც გამოძიების მასალებითა და თვითმხილველების ჩვენებებიდან ირკვევა, მამაკაცი ახალგაზრდა ქალს ძალის გამოყენებით ავტომობილში სვამდა. ქალს გამვლელები გამოესარჩლნენ და ქალის გაშვება მოსთხოვეს, მამაკაცმა კი მათზე ავტომობილის დაჯახება სცადა, ხოლო შემდეგ წაქცეული ცოლისთვის დანით ჭრილობების მიყენებას შეეცადა. თუმცა, ხმაურზე ქუჩაში მოგროვილმა ხალხმა მას ამის საშუალება არ მისცა.   

„არ ვიცით სადაურები არიან. ქართველები რომ არ არიან, ვიცით. ეს ბიჭი უცხო ქვეყნის მოქალაქე ყოფილა და ამ უბანში ცხოვრობდნენ. ქალს მოათრევდა ძალით და ავტომობილში უნდოდა ჩაესვა. ქალმა გამვლელების დახმარებით ავტომობილიდან გადმოსვლა და გაქცევა მოასწრო. ყვიროდა, რომ კაცს მისი მოკვლა უნდოდა და დახმარებას ითხოვდა. 

„გამვლელებმა მისი დახმრება შეძლეს, მაგრამ ამ ბიჭმა ავტომობილის დაჯახება სცადა. შემდეგ დანით გადმოვიდა და დაბლა წაქცეული ქალისთვის უნდოდა დაერტყა. ქუჩაში შეკრებილმა ხალხმა მათი შველა შეძლო და ამის უფლება არ მისცა“, - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე  დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×