ელზა პაპოშვილი
04.12.2023

თბილისში ვორონცოვზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 39 წლის მამაკაცი. როგორც ცნობილი ხდება, სისხლიანი გარჩევა ბიზნეს-წილების გამო მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი თემურ ანჯაფარიძე კომპანია „ორგანიკის" მეწილეა. ოფიციალური დოკუმენტების თანამხად, ის ბიზნესის 27%-იან წილს ფლობს. მიუხედავად ამისა, დაჭრილი ნჯაფარიძის ოჯახის წევრები ბიზნეს-დავას უარყოფენ. ანჯაფარიძის დედა ამბობს, რომ ოჯახისთვის უცნობია, რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი. „არაფერი, ვიღაც პათოლოგის გულისთვის. არანაირი წილები, მწერლის და რეჟისორის ოჯახია. სრულიად ნეიტრალური... ნასვამი იყო ის საცოდავი ბიჭიც. არანაირი, რაღაც სისულელე რომ იწერება, მსგავსი არაფერი არ არის. არ ვიცი, არ ცხოვრობს აქ თეიმურაზი და დიდი ადამიანია, არა მგონია. არანაირ წილებს არ ფლობს ჩემი შვილი“ - ამბობს ანჯაფარიძის დედა.

ექიმის თქმით კი ანჯაფარიძე მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს კლინიკაში, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ქირურგიულ გამყოფილებაში გადის მკურნალობას. საღამოს საათებში შემოყვანილია 39 წლის მამაკაცი, მრავლობითი ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გულ-მკერდის არეში. ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაილურია, მკურნალობს ქირურგიულ განყოფილებაში,“ - ამბობს ექიმი.      

შსს-ს ინფორმაციითთ კი დამნაშავე დაკავებულია. "მოქალაქე მეორეს ცივი იარაღით აყენებდა ჭრილობებს. აღნიშნულის დანახვაზე პატრულ ინსპექტორებმა (დამნაშავე) დააკავეს. დაკავების დროს კი, თავს დაესხა დანიანი პიროვნება პატრულ-ინსპექტორს და მიაყენა ერთი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში. თავდამსხმელი ადგილზევე იქნა დაკავებული. ერთი მოქალაქე და ერთი პატრულ-ინსპექტორია დაჭრილი," - აცხადებენ უწყებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×