ელზა პაპოშვილი
06.12.2023

პოლონეთში 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით სამი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მამაკაცები 33, 37 და 38 წლისანი არიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული გოგონაც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში იპოვეს. 

გოგოს გატაცების შესახებ კი პოლიციას დედამ აცნობა. 43 წლის ქალი პოლიციაში გამოცხადდა და თქვა, რომ მისმა თანამემამულეებმა შვილი მოსტაცეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა გოგონას გატაცების მოტივი.   

"საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა მაშინვე დაიწყეს ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირებაზე მუშაობა.

მათი პოვნა მალევე მოხდა და ისინი გზაზე პოლიციის მიერ იქნა დაკავებული. გოგონამ განაცხადა, რომ ის იძულებით იყო გატაცებული. ჯერჯერობით გატაცების მოტივი უცნობია, თუმცა, პოლიცია მუშაობს და გამოძიება მიმდინარეობს. გოგონას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია, თუმცა, შეშინებული იყო და მომხდარს განიცდიდა ", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში. 

დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×