ელზა პაპოშვილი
07.12.2023

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებებისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული პირი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა 

წელს პრილში ცნობილი გახდა, რომ 15 წლის გოგონა 50 წლის მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მამა მას აუპატიურებდა და თან ფიზიკურად უსწორდებოდა. 

გოგონა ახლა ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მომხდარზე ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებსაც, რომლებიც შოკირებულები არიან და ამბობენ, რომ მომხდარი  დანაშაულის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა პოლიციამ კაცი  დააკავა. 

„ბავშვი სკოლას ხშირად აცდენდა. გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსები ჰქონდა და სკოლაში ვერ მივიდოდა. ამ ყველაფერს სისტემატური სახე როცა მიეცა, დავეჭვდით. რაღაც საუბრები იყო, იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ ჭორის დონეზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია პოლიციისთვის მიგვეწოდებინა. ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველაფერი გადავამოწმოთ და ბავშვი დავიცვათ. გამოძიება მიმდინარეობს და ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა“, -აცახდებენ სკოლის ადმინისტრაციაში. 

სოფელში მამის მხრიდან 15 წლის შვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადგილობრივებმა კაცის დაკავების შემდეგ გაიგეს. მათ მეტი ინფორმაცია არა აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ძალადობა სისტემატიური  ხასიათის ყოფილიყოს. 

„რაც ვიცით, ისაა, რომ კაცი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ცოლი  გურჯაანში, საავადმყოფოში ყოფილა, ბავშვი ჰყოლია იქა და ამ კაცს უძალადნია. მეორე დაც ყოფილა იქ, იმასაც დაუნახავს, რომ აუპატიურებდა. გამოვიდა მერე ეგეთი ამბავი. რომ გაიგეს, დაიჭირეს, წაიყვანეს ეს კაცი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.    

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი ბრალდებული სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას. ამასთანავე, იგი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა საკუთარ მეუღლეზე.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული  გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს  მის წინააღმდეგ  გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეეცვლას აიძულებდა.   

„დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11  პრიმა 137-ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექსვმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და  ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა. 

„სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×