ელზა პაპოშვილი
27.04.2024

რუსთავში ბუნებრივი აირის მილის გადაკეტვის გამო მეზობლებს შორის დაწყებული დავა მკვლელობით დასრულდა - 40 წლის მამაკაცი, რომელიც ნათესავმა ქალმა დახმარების მიზნით გამოიძახა, ქალის მეზობელმა სასიკვდილოდ დაჭრა. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. ირკვევა, რომ დაკავებულსა და მოკლულის ნათესავს შორის კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ფატიმა შაინბაზოვს  მეზობელმა ბუნებრივი აირი ჩაუკეტა, რის გამოც ქალმა დახმარება ახლობელს სთხოვა. საქმის მოსაგვარებლად მისულ ვეფხვია მაისურაძეს კი ბრალდებულმა ერთი ტყვია ყელის არეში ესროლა. კაცი სისხლისგან დაიცალა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.    

„უმძიმესი დანაშაული მოხდა. ამ ოჯახებს შორის კონფლიქტი ადრეც არსებობდა. არ ვიცით რას ვერ იყოფდნენ - ხან ტერიტორიაზე ჰქონდათ დავა, ხან რაზე და ხან რაზე. 

„ამ ქალს ნათესავისთვის დაურეკავს და უთქვამს, რომ მეზობელმა გაზი გადამიკეტა და დამეხმარეო. რა ვიცი, მათ მხარეს გადიოდა მგონი მილი და ამაზე უჩხუბიათ. ეს ბიჭი მოვიდა და ეზოში ჩხუბი დაიწყეს. ეს კაცი შევარდა და იარაღი  გამოიტანა. მოულოდნელად ესროლა და ყელის არეში მოხვდა. 

„მივვარდით მეზობლები, სასწრაფოც გამოვიძახეთ, მაგრამ ვერაფრით ვუშველეთ. წამებში დაიცალა სისხლისგან. ყელში საძილე არტერიაში ჰქონდა მორტყმული და გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს კაცი გაიქცა ადგილიდან მაშინვე, მაგრამ გავიგეთ, რომ დაუკავებიათ“, - ჰყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

პოლიციის ცნობით, ბრალდებული ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარიდან მალევე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×