სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    30.12.2018

     დღემდე უცნობია, რომელ წელს დაიდგა თბილისში პირველი ნაძვის ხე და როდის მოირთო ქალაქი საახალწლოდ, თუმცა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ფოტო, რომელიზეც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაძვის ხეა აღბეჭდილი. ფოტო 1913 წლით თარიღდება და ეს ნაძვის ხე პასკევიჩის (დღევანდელი ქიქოძის) #9-ში მდებარე ბინაში იდგა.

    სამაგიეროდ საახალწლოდ დადგემილი ღონისძიებების სია პრესის ფურცლებში იძებნებოდა, ანუ საახალწლო ანონსებს მკითხველი პრესით ეცნობოდა. სად შეხვდებოდნენ წვეულებით თბილისელები მე-20 საუკუნეს, პირველი ასეთი საახალწლო ანონსი, 1901 წელს "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნდა.

    „შაბათს, 6 იანვარს 1901 წ.

    ტფილისის „კრუჟოკის“ დარბაზში გამართული იქნება ბალი. ბილეთი ღირს 2 მან. და 10 კაპ. ქალებისთვის გულ-ამოჭრილი კაბა სავალდებულო არ არის. სამხედრო კაცთათვის ჩვეულებრვი ტანისამოსი და დანარჩენებისთვის ფრაკი და ნაციონალური ტანისამოსი. ბილეთები იყიდება „კრუჟოკის“ შვეიცართან“.

    ასევე გამოქვეყნდა საჭირო რჩევა საახალწლოდ.

    „სასარგებლო საჩუქარი-შობისათვის

    „მიღებულია, მრავლად გრამაფონის ფირფიტები, სულ ახალის სიმღერისა. სიმღერები ათასნაირია სხვა და სხვა ენაზე. ფასები იაფებია - საკონცერტო მემბრონები 3 მანეთი და უფრო მეტი.

    „ტფილისი - გაიგანტი. სააქციონერო საზოგადოება - გრამაფონი.

    „ტფილისი, გოლოვინის პროსპექტი თეატრთან #6.

    „აპარატებისა და ფირფიტების ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ საქარხნო მარკას „მწერალი ამური“.

    ქართული მედია მკითხველის სადღესასწაულო განწყობებზეც ზრუნავდა პუბლიკაციების, ფოტოებისა და ილუსტარციების მეშვეობით. 1905 წლის 1-ლ იანვარის გაზეთ "ცნობის ფურცლის" გარეკანზე გამოსახული იყო ჩოხიანი ბიჭი, რომელიც უფსკრულისკენ უბიძგებდა 1904 წლის "ცუდსა და ავს".

    1905 წლის „ცნობის ფურცლის“ პირველ ნომერში ასევე დაიბეჭდა ქალაქის მთავრობის მთელი წლის უმოქმედობა კარიკატურაში  გამოხატული, სათაურით „რა გააკეთა ტფილისის ქალაქის საბჭომ 1904 წელს“.

    1906 წლის 1 იანვრის ნომერში კი მკითხველმა ახალი წლის მილოცვასთან ერთად ხურჯინმოკიდებული თოვლის პაპა იხილა, რომელიც  თავისუფლების მოთხოვნით გამართულ შეკრებაზე, ხალხთან ბუშტებით ხელში მივიდა - წარწერით „თავისუფლება“. კარიკატურის სათაური იყო „აბა, ჯერ ეს ბუშტები დაიჭირეთ მაგრადა!“

    1916 წლის დადგომა კი „სახალხო ფურცელმა“ შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას მიუძღვნა. მისალოც ილუსტრაციას თან ახლდა მაშინდელი პოლიტიკური ფიგურების გაშარჟებული სახეები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved