სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    31.08.2019

     პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები" ახალ არხ „ფორმულაზე" გავა. „რუსთავი 2" სერიალზე მომუშავე გუნდის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. სერიალმა მაუწყებლობის უფლება 29 აგვისტოს მიიღო და შემოდგომიდან უკვე ეთერში იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სერიალის სცენრისტი ქეთი დევდარიანი ავრცელებს. დევდარიანი ამავე არხზე ახალ სერიალს აანონსებს.

    „ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ზურაბ ნიჟარაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახალი გარემო გარკვეულწილად ღელვის საფუძველს იძლევა, თუმცა ახალ არხზე გუნდის სრული შემადგენლობა გადადის და სეზონის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან.

    „ვთანამშრომლობ „ფორმულა კრეატივთან", რომელიც ძალიან მიყვარს. პროფესიონალთა გუნდია და თავს კარგად ვგრძნობ. ძალიან კარგი მოლოდინია იმისა, რომ დამოუკიდებელი არხი იქნება, არ ეყოლება ბატონი და პატრონი, მარტო ჩვენ ვიქნებით. ჩვენ მონდომებაზე, ენთუზმიაზმზე და მოტივაციაზეა დამოკიდებული ყველაფერი.

    „ბევრი შრომა მოგვიწევს, თუმცა მაყურებელი არ გვაკლია და ყველა ელოდება ამ სერიალს. მაინც გჭირდება დრო, ძველები კი ვიქნებით, მაგრამ ახალი გარემოა, ახალი არხი და შინაგანი ღელვა არის. ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენი მაყურებელი არ დავკარგოთ , ვისაც ვუყვარვართ, გავახაროთ," - განაცხადა ზურაბ ნიჟარაძემ.

    კითხვაზე რომელიმე მსახიობმა უარი ხომ არ თქვა სერიალში თამაშის გაგრძლებაზე, ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი გაუგია და ჯერ თავად გუნდიც არ შეკრებილა.

    ცნობისათვის, ახალი არხი „ფორმულა" თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Lizi   (02.09.2019)
    Magaria


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×