სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    27.09.2019

     „არ შეიძლება ადამიანს 24 საათი უძახო, რომ „შენზე ტელევიზიაში აჩვენეს რაღაცეები". ცოდოა ის ქალი, იმას შვილები ჰყავს და ადამიანი მორალურად არ უნდა დათრგუნო, თორე მე კი არ ვამბობ, რომ ბესელია ფრთიანი ანგელოზია", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბესელია-ზარდიაშვილის ფიზიკურ დაპირისპირებას.

    აღნიშნული დაპირისპირება 28 სექტემბერს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა, როდესაც კომიტეტის დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ.

    „მოვიდა ის დრო, რომ ქართული ტრადიციები აღდგეს და ქალს ცოტა პატივი ვცეთ, ქალს რომ ესაუბრები, რაღაცეები უნდა დაუთმო. ქალის დათრგუნვა ძალიან ცუდი ტონია, თუმცა მანაც უნდა დათმოს რაღაცეები. მაგრამ არც ის მომეწონა, ბესელიამ რომ სახეში ჩაარტყა, ესეც არ უნდა ხდებოდეს. თუმცა გეტყვით, რომ მამაკაცური ელემენტები ნელნელა იკარგება და ეს ერის დაღუპვა იქნება", - თქვა სიხარულიძემ.

    კითხვაზე თუ მოახდინა თუ არა ვანო ზარდიაშვიმა დაპირისპირების პროვოცირება სიხარულიძემ განაცხადა, რომ მოახდინა.

    „რა თქმა უნდა, რომ ეგ მოხდა, მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ არ შეიძლება ადამიანს 24 საათი უძახო, რომ „შენზე ტელევიზიაში აჩვენეს რაღაცეები". ცოდოა ის ქალი, შვილები ჰყავს და ადამიანი მორალურად არ უნდა დათრგუნო, თორე მე კი არ ვამბობ რომ ბესელია ფრთიანი ანგელოზია", - განაცხადა სიხარულიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×