ია აბულაშვილი
13.01.2020

 ამდენი სიწმინდე ერთად, რაც გელათის მონასტერს დავით აღმაშენებელმა შესწირა, იშვიათობაა; 900 წლის წინ საქართველოს გამაერთიანებელმა მეფემ გელათის დიდმოწამე მამებს - იოანე პეტრიწს და არსენ იყალთოელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანებინა წმინდა ნაწილები. თვით მოგვების ოქროც, რომელიც იესოს მიართვეს, გელათში ინახებოდა.

გელათის საგანძურში იყო დაცული მაცხოვრის საუფლო სისხლი, ჯვარცმის სუდარის ნაჭერი, ძელი ჭეშმარიტი, მაცხოვრის თმები და წვერები. ღვთისმშობლის მარიამის თმა, ღვთისმშობლის კაბის ნაწილი, რომელიც "ემოსა ჟამსა მას, რომელსა იყო ღმერთი მუცელსა მისსა"; ქრისტეს საფლავის მიწა; ღრუბელი, იუდას ვერცხლი, ლოდი ქრისტესი, წმინდა გიორგის თავის ქალა, რომელსაც შემორკალული აქვს ბაჯაღლოს მოოქროვილი ფირფიტა.

1842 წელს გელათის სიწმინდეების აღწერილობის ნუსხაში შესულია უნიკალური ხატებიც, მათ შორის "ხატი ერით გელათის ღვთისმშობლის ოქროსის, ბუდესა შინა კარებიანსა, ხატი სრულიად აღსავსე არს წმინდა ნაწილებითა, რომელნიცა ასვენიან ბუდეთა შინა. ხატი ღვთისმშობლის ყოველთა სნეულთა მკურნალისა, მოოქროვილი ვერცხლით".

ასევე "ხატი ხახულისა,

ღვთისმშობლისა დახატული ფიცარსა ზედა ბაგისასა, რომელსა შინა მწოლარე იყო პირველ საუკუნო ყრმა, ხატის ბუდე და კარები არის შეჭედილი ოქროთი ფრიად, ადგილსას ბუდესასა ასვენია წმინდათ ნაწილები. ხატი აწყურის ღვთისმშობლისა, ხატი არის შეჭედილი ოქროთი, შემკული ძვირფასი თვლებით".

დავით აღმაშენებელს ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობასთან ერთად წმინდა გიორგის ტაძრის აგებც განუზრახავს. ტაძრის აგება დავით აღმაშენებელს უფრო მაღლა სურდა, მაგრამ წმინდა გიორგი გამოეცხადა და იმ ადგილზე მიუთითა, სადაც ახლა ეკლესიია აშენებელი.

მეფემ ათონიდან ჩამოტანილი წმინდა გიორგის თხემი ანდერძით გელათს დაუტოვა. მე-15 საუკუნეში, როცა ერთიანი საქართველო დაიშალა, წმინდა გიორგის თხემი გელთაში დარჩა. 1924 წელს კი ეს სიწმინდე გიორგობის წინა დღეს გელათიდან ქუთაისის სახელმწიფო მუზემში ჩამოიტანეს.

2005 წელს კი ისევ გელათის მონასტერს დაუბრუნდა. დღეს ეს სიწმინდე 1833 წელს დამზადებულ მუხის სანაწილეშია ჩასვენებეული.

გელათის მონასტერში ინახებოდა ასევე წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი, რასაც ადასტურებს იოანე ბატონიშვილი. ცხენის ლაგამი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და ის დამზადებულია რკინისგან.

წმინდა გიორგის ცხენის ლაგამთან დაკავშირებით არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენის მიხედვით, თბილისიდან ქუთაისს მარტოდმარტო მიმავალმა მეფემ დავითმა მცხეთის სანახებში რქოსანი ცხენი შენიშნა და შეიპყრო, როცა მხებლები დაეწივნენ, მეფემ ბრძანა, წმინდა გიორგის ცხენის ლაგამით შეეკაზმათ. ეს ცხენი ისეთი მკვირცხლი ყოფილა, რომ დავით აღმაშენებელი ამ ცხენით ერთ დღეში მოივლიდა ხოლმე ქართლს, კახეთს, სომხეთს და აფხაზეთსო".

გერეშე თუ შინაური მტრების შემოსევების დროს გელათიდან უამრავი სიწმინდე დაიკარგა. 1859-1904 წლებში გელათი ორჯერ გაიძარცვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანძურს 12 შეირაღებული მცველი იცავდა. 1923 წელს კი ბოლშევიკებმა გელათის მონასტერი დახურეს და სავარაუდოდ ბევრი სიწმინდეც ამ პერიოდში დაიკარგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×