თამთა ჩაჩანიძე
15.05.2020

იტალიელმა ექიმებმა ბავშვებში აღმოაჩინეს უცნაური ანთებითი სიმპტომები, რომელსაც სავარაუდოდ კორონავირუსი პროვოცირებს და რომელიც ძალიან წააგავს ე.წ. კავასაკის სინდრომს. თებერვლიდან აპრილამდე ქალაქ ბერგამოს საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში, სადაც პანდემიის დიდი ტალღა იყო, ათ ბავშვს სწორედ ეს სინდრომი განუვითარდა. ეს შემაშფოთებელი ცნობები ახლახან ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში" დაიბეჭდა.

კავასაკის სინდრომი, რომლის წარმომავლობაც მეცნიერებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება-ხოლმე. ჩვეულებრივ პირობებში სამ თვეში ერთი შემთხვევა ვლინდება, თუმცა პანდემიის მიმდინარეობისას, ამ იდუმალი სინდრომით ჰოსპიტირებული ბავშვების რიცხვი 30-ჯერ მეტი იყო, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კობიდ-19 ყველაზე მეტადაა გავრცელებული - იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში, ასევე ამერიკაში.

სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კოვიდ-19-მ შესაძლოა კავასაკის სინდრომის პროვოცირება გამოიწვიოს.

კავასაკის სინდრომი ვლინდება ცხელებით, გამონაყარით, შეშუპებით, ანთებითი პროცესებით. მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვები ევროპის სხვა ქვეყნებშიც და შეერთებულ შტატებშიც გამოჩნდნენ, კერძოდ იქ, სადაც კოვიდ-19 განსაკუთრებით მძვინვარებს.

მსგავსი სინდრომი შესაძლოა 14 წლის ბიჭსაც განუვითარდა, რომელსაც თანდაყოლილი ქრონიკული დავადებები აწუხებდა. ის ანთებითი გართულებების შედეგად ბრიტანეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

ბრიტანული მედიის ცნობით, მსგავსი სიმპტომებით ქვეყნაში 100-მდე ბავშვი უკვე ჰოსპიტალიზირებულია.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან აცხადებს, რომ მართალია კავასაკის სინდრომი იშვიათია, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რადგან შესალოა კორონავირუსი ბავშვებში სწორედ ამ სინდრომის სახით განვითარდეს.

„კავასაკი ცალკე დაავადებაა,რომელიც ძალიან მძიმედ, გამონაყარით, მაღალი ტემპერატურით, ცხელებით, ჰაერის უკმარისობით მიმდინარეობს. ეს დაავადება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში უფროა. ეს სიმპტომები ამ დაავადებას თვითონაც ახასიათებს, რადგან კოვიდ-19-თან კლინიკური მსგავსებაა, შეიძლება ტრიგერის როლი შეასრულა სარსის ვირუსმა.

„კავასაკის სინდრომი ძალიან იშვიათია, მაქსიმუმ შეიძლება ათას ბავშვში დაახლოებით ერთი იყოს. ჯერჯერობით სიფრთხილე გვმართებს, რომ ამბობენ ბავშვებს არაფერი ემართებათო, სწორედ ამაზეა საუბარი, რომ თუ ბავშვი მოხვდა იმ არეალში, სადაც კოვიდ-19 იყო, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ეს სინდრომი არ განვითარდეს.

„საუბარია პატარა ბავშვებზე, შესაძლოა ბავშვების უმეტესობაში კორონავირუსის სიმპტომები ადვილად წავიდეს, მაგრამ შესაძლოა წავიდეს ამ სინდრომით, მშობლებს სიფრთხილე მართებთ, პატარას ამ სიტუაციაში უფრო მეტი ყურდღება უნდა მიექცეს, ვიდრე ამდე ექცეოდა," - განაცხადა ხმალაძემ.

დაავადება პირველად 1967 წელს, იაპონიის წითელი ჯვრის კლინიკის ექიმმა, ტომიაკუ კავასაკიმ აღწერა. სწორედ მისი სახელი ეწოდა სინდრომს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×