თამთა ჩაჩანიძე
01.07.2020

ამერიკის შეერთებული შტატების ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კორონავირუსთან დაკავშირებული მორიგი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარა, შედეგმა სპეციალისტები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ შესაძლოა ახალ კორონავირუსმა ადამიანის ტვინში შეაღწიოს და უჯრედები დააინფიციროს.

ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებიდან ორგანოიდი „მინი ტვინი" გაზარდეს, რომელიც თავის ტვინის მოდელს წარმოადგენდა და მასში კორონავირუსი შეუშვეს, შედეგად მათ ტვინის უჯრედული ინფიცირებისა და პათოგენური რეპლიკაციის პირველი მტკიცებულებები მიიღეს.

თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინი გაცილებით რთულ სტრუქტურას წარმოადგენს, ვიდრე „უჯრედული იმიტაციაა", რომელზედაც ექსპერიმენტი ჩაატარეს, ტვინს ჰემატოენცეფალური ბარიერი (მექანიზმი, რომელიც სისხლს და ტვინს შორის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს) აქვს, რომელიც მას ინფექციისგან იცავს, აქედან გამომდინარე, მკვლევარები გადაჭრით ვერ ამბობენ, ვირუსი შეძლებს თუ არა ამ ბარიერის გადალახვას.

ამავე დროს, სამეცნიერო ნაშრომის ერთ-ერთი ავტორის თომას ხარტუნგის თქმით, სერიოზულ ანთებას, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში შეინიშნება, ჰემატოენცეფალიტური ბარიერის გადალახვა შეუძლია.

ადრე გამოქვეყნდა იტალიელი მეცნიერების დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსს ტვინში ცვბლილებების მოიხდენა შეეძლო, რადგან ინფიცირებულთა ნაწილი გემოსა და სუნის შეგრძნებას კარგავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×