მარი ჩიტაია 18.07.2013
თბილისის საბავშვო ბაღების უმეტესობა შევსებულია. ბავშვების რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, მიუხედავად ამისა, ძნელად მოიძებნება ბაგა-ბაღი, სადაც თავისუფალი ადგილია. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა მეტ-ნაკლებად პრესტიჟული ბაღი მოთხოვნადია და ამ ეტაპზე სრულად არის შევსებული.
|
ელზა წიკლაური 17.07.2013
"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს ზაფხულის პერიოდში მარშრუტზე მოძრაობის გადასახადს უმცირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შემცირება ეტაპობრივად მოხდება და ყველა იმ ხაზს შეეხება, რომელსაც მგზავრთა ნაკადი შეუმცირდათ. "რეზონანსის" კითხვაზე, თუ რას ნიშნავს "ეტაპობრივად" და რატომ არ მოხდა გადასახადის ერთიანად შემცირება, "თბილისის მიკროავტობუსში" კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს. მძღოლები კი ამბობენ, რომ გადასახადი მხოლოდ საგზურზე და თანაც მხოლოდ 3,4 ან მაქსიმუმ 7 ლარით შეუმცირდათ, 43-ლარიანი იჯარის გადახდის ვალდებულება კი ისევ დარჩათ.
|
თამარ ურუშაძე 13.07.2013
ვინ არ ოცნებობს ზაფხულში დასასვენებლად ზღვაზე წასვლაზე. მიიღოს ზღვაზე ცურვით სიამოვნება და პარალელურად კარგად გაირუჯოს. დერმატოვენეროლოგ მაია დონდუას განცხადებით, " ამისათვის საჭიროა, კარგად გვქონდეს შერჩეული მზის დამცავი კრემები და აუცილებელია, შევარჩიოთ სწორი დრო პლაჟზე გარუჯვისთვის. მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანი იღებს მუქ შეფერილობას, ეს კანის დამცველობითი თვისებაა. აღსანიშნავია, რომ მზის სხივებს როგორც დადებითი აგრეთვე, უარყოფითი თვისებაც აქვს. სხივების ზედმეტი მოქმედება იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, სხვადასხვა სტადიის დამწვრობას, აგრეთვე მავნებელია თვალებისთვისაც".
|
ქეთი თოდუა 13.07.2013
ბოლო პერიოდში საზოგადოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ბევრს საუბრობენ. მათი ნაწილი ჯერჯერობით დამტკიცებული არაა და ისევ განსახილველია.
|
მარიამ აფციაური 12.07.2013
თანამედროვეობამ ბევრი ცვლილება მოიტანა. ადრე თუ გაცნობას მთელი რიგი პროცედურა სჭირდებოდა, ახლა ეს გამარტივდა. ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვისაც, როგორიც საქართველოა, ურთიერთობის წამოწყების ვირტუალურმა ფორმამ აქაც მოიკიდა ფეხი. როგორც გაირკვა, საქართველოში "ჩატებს", საშუალოდ, 1500 ადამიანი სტუმრობს. გამოკითხულთა უმეტესობა ინტერნეტით გაცნობას სერიოზულად განიხილავს, ზოგი კი ამას ეჭვის თვალით უყურებს.
|
ნინო ფრანგიშვილი 11.07.2013
ექიმები ზაფხულის სიცხის დადგომასთან ერთად მოსახლეობას საკვების სწორად მომზადებას და შენახვას ურჩევენ. ამ ზაფხულს საქართველოში სალმონელოზით ჯგუფური ინფიცირების სამი შემთხვევა აღინიშნა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სარიტუალო სუფრისთვის გათვლილი კერძების მომზადების წესები გაითვალისწინონ.
|
მარიამ აფციაური 10.07.2013
"ეროვნული ფორუმი" საგზაო ჯარიმების შემცირების ინიცირებით გამოვიდა. გამოკითხულთა ნაწილის მოსაზრებით, სანქციებზე ფასის კლება მძღოლებს გაათამამებს, რაც საგზაო წესების დარღვევის ზრდას გამოიწვევს. მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს ცვლილება ფინანსური შეღავათია. "რეზონანსმა" გაარკვია, რომ "ეროვნული ფორუმი" აქცენტს მხოლოდ საურავის შემცირებასა და მისი გადახდის ვადების გაზრდაზე აკეთებს.
|
სალომე სარიშვილი 10.07.2013
არაფხიზელ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, რომლითაც შსს-მ პარლამენტს მიმართა, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, ერთი წლის ვადით მართვის უფლებას ჩამოართმევენ. ამასთან, პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემა, 250-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
|
ელზა წიკლაური 09.07.2013
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მე-2 ნაწილის ამოქმედებიდან ერთი კვირის თავზე გეგმური ოპერაციების მოთხვნით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე 2 ათასამდე ადამიანმა მიმართა. გარდა ამისა, თითქმის 50%-ით გაიზარდა მიმართვიანობა პოლიკლინიკებშიც. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე სამედიცინო სექტორში გამტარუნარიანობის პრობლემას გამორიცხავს და აცხადებს, რომ კლინიკებს პაციენტების მიღება არც მომავალში გაუჭირდებათ.
|
ნატა გიორგაძე 09.07.2013
პარლამენტი სათამაშო ბიზნესის საკითხს სექტემბერში დაუბრუნდება, მანამდე კი ბიზნესის ამ სექტორისადმი მომხმარებლების ინტერესთან დაკავშირებით "ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ონლაინ აზარტული თამაშების მომხმარებელთა 89%-ს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ. ამავე კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 87% ხარჯავს 50 ლარს და მხოლოდ 5%-ია, ვინც თამაშისთვის 1000 ლარს ან მეტს ხარჯავს.
|
სალომე სარიშვილი 08.07.2013
სპეციალურად "მთელი კვირისთვის" ბათუმიდან
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვისთვის ბათუმის ქუჩები ტურისტებით სავსეა, რასაც "მთელ კვირას" ადგილობრივი მოსახლეობაც უდასტურებს. როგორც გასულ წლებში, ასევე წელსაც ტურისტების უმრავლესობა სომხეთიდან არის ჩამოსული, თუმცა მათ რიცხვს წელს: თურქები, რუსები, უკრაინელები და ჩეხებიც ემატებიან.
|
ქეთი თოდუა 06.07.2013
სად ვიცხოვროთ, ქალაქის ცენტრში თუ გარეუბანში - ეს თითოეული ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთს ქალაქის შუაგულში, გადატვირთულ გარემოში ურჩევნია ცხოვრება, ნაწილი კი სიმშვიდეს და მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ გარეუბანს ანიჭებს უპირატესობას.
|
|
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
არჩილ თავაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუიაშვილი
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|