ნაზი ბერიძე 28.11.2023

შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შემდეგ სრულიად საქართველოში მალე გამოიდარებს, და უნალექო ამინდი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება ასეთ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 27.11.2023

ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თბილისში - ქალი ქმრის მხრიდან მოკვლას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მას ქუჩაში ორი გამვლელი დაეხმარა. ინციდენტი ზღვის უბნის დასახლებაში მოხდა. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას მეუღლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე ედება ბრალი.
|
ელზა პაპოშვილი 03.11.2023

სისხლიანი გარჩევა პარკირების გამო - თბილისში დოლიძეზე დაჭრილი მამა-შვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ქალაქის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს წინ ჩხუბი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
|
ელზა პაპოშვილი 02.11.2023

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ისტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე ადასტურებს. ცნობილია, რომ სამივე მათგანის დაკავება თბილისთან ახლოს მოხდა და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 საათში იპოვა. ეხმარებოდა თუ არა გაქცეულ პატიმრებს ვინმე და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა გამოიკვეთოს უცნობია, თუმცა ცნობილი ხდება ის, რომ საქმეზე ერთ-ერთი ბადრაგის დაკავება უკვე მოხდა. ის 37 წლის ივერი ნატრიაშვილია. აღიძრება თუ არა სხვა ბადრაგებზეც საქმე ჯერჯერობით უცნობია.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2023

ტრეფიკინგი 21-ე საუკუნეში - 48 წლის მამაკაცი საკუთარ ცოლსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მათხოვრობას აიძულებდა. იგი დაპატიმრებულია და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ცნობით, ვუგარ ალირზაევი ცოლს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად აიძულებდა, რომ ქუჩაში მოწყალება ეთხოვა. მიღებული ფულით ის სლოტ კლუბებში თამაშობდა. მისი ცოლი კი დილიდან საღამომდე ბათუმის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა და თუ ქმრის დავალებებს არ შესრულებდა, ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდა.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2023

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო. როგორც ირკვევა, მე-5 კლასელ 10 წლის გოგონას წერილში წერენ, რომ თუ ის კონკრეტულ თანხას მერხთან არ მიიტანს და არ დატოვებს დათქმულ დროში, მის დას მოკლავენ.
|
ელზა პაპოშვილი 28.10.2023

ჯარისკაცის ბურუსით მოსილი გარდაცვალება სამხედრო ბაზაზე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 19 წლის რეზი ჩხეიძის გარდაცვალების მიზეზი. ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სამხედრომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეორე ვერსიით კი მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. რეზი ჩხეიძეს სასიკვდილო ჭრილობა იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.
|
ელზა პაპოშვილი 27.10.2023

თბილისში ტაქსის მღოლს ტურისტების გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. 40 წლამდე გასან გასანოვს რუსეთის მოქალაქე ქალი გაუპატიურების ბრალდებით უჩივის. ირკვევა, რომ მთაწმინდაზე, სადაც ქალმა ტაქსის მძღოლს წაყვანა სთხოვა, მან ის დასახლებული ადგილიდან მოშორებით წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. ასევე წაართვა ტელეფონი და ფული. ქალი განყოფილებაში ორი დღის წინ მივიდა და საჩივარი დაწერა. თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე ტაქსის მძღოლს კიდევ ერთი ტურისტი ახლა კანადის მოქალაქე უჩივის, რომელიც ამბობს, რომ ტაქსის მძღოლმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. სავარაუდოდ, მოძალადე ტაქსის მძღოლი უკვე დაკავებულია და ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურების ჩატარების დროს მიიყვანა.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2023

ტურისტი ამტკიცებს, რომ თბილისში ჩამოსული, აეროპორტში თაღლითი ტაქსის მძღოლის მსხვერპლი გახდა და ის გაძარცვეს. ინდოეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მძღოლმა მას მთელი თანხა, 800 დოლარი წაართვა. როგორც ტურისტი ყვება, აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, მძღოლი მას უკაცრიელ ადგილზე დატოვებით დაემუქრა თუ მთლიან თანხას რაც თან ჰქონდა, არ მისცემდა.
|
ელზა პაპოშვილი 25.10.2023

დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დისტრიბუტორთან კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოუვიდა. დისტრიბუტორი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ფეხის არეში დაჭრა. დაჭრილი 28 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანა. სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია დატოვა.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2023

შემზარავი დანაშაული ქვემო ქართლში - 72 წლის მამაკაცს, 26 წლის გოგოს და 14 წლის არასრუწლოვან ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მიხედვით, მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მსხვერპლებზე, სავარაუდოდ, სისტემატიურად ძალადობდა. ორივე დაზარალებულს მეტყველების პრობლემები აქვს, შესაბამისად, მათ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე საუბარი უჭირდათ. მამაკაცი, რომელსაც გამოძიება ამ მძიმე დანაშაულს ედავებ, იმ სარეაბილიტაციო ცენტრის მძღოლია, რომელსაც მეტყველების პრობლემის მქონე ბენეფიციარები ცენტრიდან სახლში დაჰყავდა.
|
ელზა პაპოშვილი 22.10.2023

15 წლის თეკლას ბურუსით მოცული გარდაცვალება - რა მოხდა 15 ოქტომბერს ხაშურში, როცა 15 წლის გოგონა კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაახლოებით საღამოს 8 საათზე მომხდარ ამ შემთხვევას ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. ადგილობრივბი „რეზონანსთან“ იხსენებენ, რომ მათ რაღაცის დავარდნის ხმა გაიგეს, გარეთ გამოიხედეს და ავტომობილის ქვეშ მწოლიარე პატარა გოგონა დაინახეს. ახლოს მისულებმა კი მათი მეზობელი ამოიცნეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|