მარიამ აფციაური
08.01.2014

შობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. გურიაში სუფრის აუცილებელი ატრიბუტი ღვეზელია, აჭარაში ბაქლავას აცხობენ, ხოლო სვანეთში საკლავით ხვდებიან. ყველაზე გავრცელებულ ტრადიციებად კი ალილო და შობის ღამეს სარკმელთან სანთლის ანთება მიიჩნევა.

მაკა ხარაზიშვილი
31.12.2013

გლეხებს მიწების დასამუშავებლად პლასტიკური ბარათები გადაეცემათ. სწორედ ამ ბარათებზე იქნება ხვნა-თესვისთვის საჭირო თანხა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ბარათებს გლეხები უფრო ხანგრძლივი დროით გამოიყენებენ. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე ბარათების დარიგების პროცესი ხარვეზების გარეშე ჩაივლის, მიუხედავად იმისა, რომ მიწების დარეგისტრირების პროცესი ჯერაც არ დაწყებულა.

სალომე აბულაძე
30.12.2013

 წინასაახალწლოდ ბაზრობებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის საახალწლო მაშხალების რეალიზება ხდება. თუმცა, არაქართულენოვანი ანოტაციის გამო მათი არასწორად გამოყენების ფაქტები იზრდება, და ყოველწლიურად მრავალი ადამიანი ზიანდება.

ეკა ბასილაია
30.12.2013

30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით მთაწმინდის პარკი "ბომბორა" სტუმრებს ყოველდღიურ საახალწლო შოუ-პროგრამას სთავაზობს. ზოგიერთ ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია, ნაწილი - უფასო. პარკის საინფორმაციო სამსახურში გვითხრეს, რომ საახალწლო დღეებში გაათმაგებული რაოდენობის ხალხი დადის "ბომბორაში", დიდი რიგებია თოვლის ბაბუასთან და 500-ზე მეტი უფასო საჩუქარი გაიცემა ბავშვებისთვის.

სალომე სარიშვილი
30.12.2013

31 დეკემბერს საქართველოს ტელევიზიები მაყურებელს სხვადასხვა სახის გასართობ გადაცემებს შესთავაზებენ, თუმცა რაიმე გრანდიოზულ შოუს 12 საათისათვის არც ერთი მაუწყებლობა არ გეგმავს. როგორც "მთელ კვირას" ტელევიზიის წარმომადგენლებმა უთხრეს, 2014 წლის დადგომას მაყურებელს ტრადიციულად ყველა ტელევიზია პირდაპირი ეთერის მეშვეობით მიულოცავს. ამასთანავე, თითქმის ყველა არხზე საინფორმაციო საშუალებებში მთელი წლის განმავლობაში მომხდარი კურიოზების ჩვენება იგეგმება.

თეა ბეჟიტაშვილი
28.12.2013

ახალ წელს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, ყველაზე განსაკუთრებული კი საახალწლო სუფრაა, სადაც შემწვარი გოჭიდან დაწყებული, ტკბილეულით დამთავრებული, ყველა პროდუქტია წარმოდგენილი. თუმცა, სუფრის მრავალფეროვნება თანხებზეა დამოკიდებული. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაზრებში ხალხის რაოდენობა და პროდუქტების ფასი მატულობს. გამყიდველების აზრით, ფასები ახალი წლის წინა დღეებში უფრო მოიმატებს. ჩვენც გადავწყვიტეთ გაგვეგო, დაახლოებით რა დაუჯდება ოჯახს ქართული საახალწლო სუფრის გაშლა.

მარიამ აფციაური
28.12.2013

გამოკითხულთა უმეტესობა ახალი წლის მოახლოებას ვერ გრძნობს. ამის მიზეზი მძიმე ეკონომიური ფონი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და უმუშევრობაა. მათი განმარტებით, შესაბამისი განწყობის შექმნა თავიდან ბოლომდე ფინანსებზეა დამოკიდებული.

მარი ჩიტაია
28.12.2013

ლარის კურსის მერყეობა წინასაახალწლო ფასებზეც აისახა. მართალია, ბაზარი ამ დროს ტრადიციულად სიძვირით გამოირჩევა, მაგრამ სავალუტო კურსის ცვალებადობამ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

თამარ ურუშაძე
28.12.2013

სპეციალისტების განცხადებით, საახალწლო დღეებში გულის პრობლემები იმატებს, რადგან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა, აქვთ მაღალი პროტრომბინი, მიდრეკილება შაქრიანი დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის მიმართ, არ უფრთხილდებიან საკუთარ თავს და ახალი წლის დღეებში ჭარბი ალკოჰოლის მოხმარების შედეგად მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე.

მარი ჩიტაია
27.12.2013

სურსათის ქართულ ბაზარზე ვადაგასული საკვების წილი უცნობია, თუმცა მათი მოცულობა ძალიან დიდია, რადგან უვარგისი სურსათის ამოღება სავაჭრო ქსელებიდან ინტენსიურად ხდება. ყოველდღიურად კანონდარღვევის უამრავი ფაქტი ვლინდება. ამიტომ ვადაგასული საკვების რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევებზე, შესაძლოა, ფულადი სანქციები დაწესდეს.

თაკო მათეშვილი
26.12.2013

 თბილისელი მძღოლები პარკირების გაუარესებულ პრობლემებზე ჩივიან და ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში მანქანის გაჩერება თითქმის შეუძლებელია. "სითი პარკში" კი აცხადებენ, რომ პარკინგის ადგილების გამოყოფა მერიის პრეროგატივაა და ისინი მხოლოდ იმ ადგილების მოწყობას უზრუნველყოფენ, რომელსაც მერია გამოყოფს. მერიაში გვაიმედებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუდმივად ზრუნავენ, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს "ზრუნვა" თბილისელ მძღოლებს ჯერ არ უგრძვნიათ.

ელზა წიკლაური
25.12.2013

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის დონე 2012 წელს 9,7%-ს შეადგენდა, რაც რეალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ 2012 წელს ეს ციფრი დაახლოებით 80% იყო, მეორე ნაწილის აზრით კი, დღეს ქვეყანაში სიღარიბის რეალური მაჩვენებლის დადგენა შეუძლებელია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×