იაგო ნაცვლიშვილი
12.02.2014

 დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე ავტომანქანები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა გაჩერებული, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ამ საკითხის მოწესრიგება კომპანია "სითი პარკის" ვალდებულებაა, რომელთან დალაპარაკებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ.

მარიამ აფციაური
12.02.2014

მშობლებისა და მოსწავლეების უმრავლესობა განათლების, კერძოდ, სასკოლის სფეროში ჩატარებული რეფორმით უკმაყოფილოა. ისინი მოსწავლის ასაკის განსაზღვრას არასწორად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი მე-12 კლასის წინააღმდეგია. მშობლები ამ დროს დაკარგულად თვლიან და აქამდე "დროის ანაზღაურებას" ბავშვის სკოლაში ერთი წლით ადრე შეყვანით ცდილობდნენ.

მარი ჩიტაია
11.02.2014

 ქართულ ბაზარზე საქონლის ხორცი გაძვირდა. მართალია, ფასმა ჯერჯერობით უმნიშვნელოდ მოიმატა, მაგრამ არ არის გამორიცხული, მომავალში უფრო გაიზარდოს. ახლო პერიოდში, მარხვის გამო, ეს მოსალოდნელი არ არის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასის შენარჩუნება გაჭირდება.

თეა ბეჟიტაშვილი
10.02.2014

გასულ კვირას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაბალი ტემპერატურა იყო. როგორც "მთელ კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ბოლოს ასეთი დაბალი ტემპერატურა და ცივი ზამთარი 1972 წელს დაფიქსირდა.

ანი ფაცია
10.02.2014

"ამ დრომდე ბანკის საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მხოლოდ ერთმა მოქალაქემ მიმართა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის უფროსმა თამარ ქალდანმა.

მარი ჩიტაია
08.02.2014

სავაჭრო ობიექტებში კლიენტების მოტყუება ჩვეულებრივ ამბად იქცა. თუ ადრე (და ახლაც) მომხმარებელს წონაში ატყუებდნენ, ახლა იგივე ხდება ფასებთან მიმართებაში. დახლზე მითითებული ფასი საქონლის რეალურ ღირებულებას ხშირად არ შეესაბამება. სასურსათო მაღაზიებში უზუსტობა თუ 10-30 თეთრის ფარგლებშია, პარფიუმერიული და საყოფაცხოვრებო ნაწარმის მაღაზიებში კი ცდომილება შეიძლება 1-5 ლარიც კი იყოს.

მარიამ აფციაური
08.02.2014

2015 წლიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ახალი კანონის ამოქმედებას მძღოლების უმეტესობა უარყოფითად შეხვდა. როგორც მათ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადეს, ძალიან ბევრი დღეს თავს "ტაქსაობით" ირჩენს. ამიტომ ავტოდაზღვევისა და ტექდათვალიერების დაკისრებით, გარკვეული ტარიფის შემოღებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მძღოლების განმარტებით, საშუალოდ, 48 ლარის გადახდას მათი შემოსავალი ვერ გასწვდება.

თამარ ურუშაძე
08.02.2014

ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება პროფესორი ლევან თავბერიძე და თბილისში ერთ-ერთი კლინიკის ორთოპედიული განყოფილების ხელმძღვანელი რამაზ აღლემაშვილი.

მარი ჩიტაია
07.02.2014

ძლიერი ყინვით ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელოსნებმა იხეირეს. ბოლო რამდენიმე დღეა, ისინი შეკვეთებს ვერ აუდიან. ტემპერატურის ვარდნამ დედაქალაქში წყლის გამაცხელებლების და ზოგადად სანტექნიკის მასშტაბური დაზიანება გამოიწვია. ხელოსნების ინფორმაციით, შეკვეთამ იმატა, რის გამოც დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა და თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ.

მარიამ აფციაური
07.02.2014

საზოგადოებაში შვ ბარათების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. "რეზონანსისა" და კვლევისა და ანალიზის ჯგუფი "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ თბილისელთა უმეტესობა, 52%, ელექტრონული პირადობის მოწმობით სარგებლობას უსაფრთხოდ მიიჩნევს. შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ იგი ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელია.

იაგო ნაცვლიშვილი
06.02.2014

ყინვის მატების პირველ დღეებში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევამ საგრძნობლად იმატა, თუმცა სერიოზული დაზიანების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ბოლო დღეებში კი გამოძახებამ ნელ-ნელა იკლო. თავდაპირველად დღეში 100 გამოძახება ფიქსირდებოდა, მაშინ, როდესაც სხვა დღეებში ეს რიცხვი 5-6-ს არ აჭარბებდა, - ეს განცხადება "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ გააკეთა.

მარიამ აფციაური
05.02.2014

პატრიარქის ინიციატივამ და კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებამ მთაში მცხოვრებთა უმეტესობას უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა. მათ "რეზონანსთან" იმ დადებით მხარეებზეც ისაუბრეს, რასაც განხორციელების შემთხვევაში, მთას მოუტანს. მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოთქვა პროტესტი, მსუბუქი დანაშაულების მქონე პირთა ჩასახლებაზე. მათი აზრით, ეს ადგილობრივებს გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×