სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე გოგოხია
    17.11.2009

    თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ორ ქალბატონს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ყოფილ გამომძიებელს - გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ რეკორდული ვადებით პატიმრობა შეუფარდა.

    ქეთი თოდუა
    17.11.2009

    ხშირად გაიგებთ საუბარს, რომ თბილისში ღამის ცხოვრება არ არსებობს. ამაში მარტო ის არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ქალაქში ძალიან ცოტა ღამის კლუბია. ღამით თითქმის არანაირი დაწესებულება არ მუშაობს. თბილისელებისათვის ღამ-ღამობით ძალიან ცოტა სერვისია ხელმისაწვდომი.
    გვიან ღამით თბილისში, ფაქტობრივად, მარტო აფთიაქები და სუპერმარკეტები მუშაობენ. ისინიც, მხოლოდ თითო-ოროლა. ქალაქის ყველა უბანში არც არის სადღეღამისო აფთიაქი და მაღაზია. კაფეების უმრავლესობაც შუაღამის პირველ საათამდე მუშაობს. ბარები და რესტორნები უფრო გვიან იხურება.

    ნათია ახალაია
    16.11.2009

    "23 ნოემბერიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, 7 ნოემბერიც და 7 აგვისტოც. 7 აგვისტო ერთდროულად გამომდინარეობს 23 ნოემბრიდან და 7 ნოემბრიდან". "ჩვენ მოგვწონს დიდი ცივილიზაციები - ძველი თუ ახალი. იქ კი არის ერთი მთავარი თვისება - შრომა, მუდმივი შრომა და, ამავე დროს, მოცალეობის შინაგანი მომენტი. შინაგანი გარინდებულობა..." "მთელ კვირას" ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ესაუბრება.

    ზაირა მიქატაძე
    16.11.2009

    სოხუმის დაცემას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაციის მიერ იქაურობის დატოვებაც მოჰყვა. 16 წელია, ეს ორგანო ენგურს გამოღმა არსებობს. რა საქმიანობას ეწევა იგი? - ეს კითხვა ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაში ბევრჯერ გაჩენილა. დღეს კი უკვე მის ლეგიტიმურობაზეც ალაპარაკდნენ. "უპარტიოთა მოძრაობის" დამფუძნებელი, მამუკა გვაძაბია თვლის, რომ ეს ორგანო ანტიკონსტიტუციურია. ამასთან დაკავშირებით იგი ხელისუფლებას რეაგირების მოხდენას სთხოვს. გარდა ამისა, ჩვენი რესპონდენტი უზენაესი საბჭოს ქართულ დეპუტაციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაღვივებაშიც ადანაშაულებს.

    საბა წიწიკაშვილი
    16.11.2009

    ე. წ. კანონიერი ქურდის, უჩა (უშანგი) გოდელაძის სიკვდილის ამბავი ქარელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. თავზარდამცემი ინფორმაცია ოჯახმა მოულოდნელად თბილისის "არამიანცის" საავადმყოფოდან მიიღო. მანამდე უჩა გოდელაძის შესახებ ცნობებს ახლობლები ტელეგადაცემა "ვიდეოპატრულიდან" ელოდნენ. მათ იცოდნენ, რომ "კანონიერი ქურდი" 3 დღით ადრე "სოდმა" ბათუმში დააკავა. ასეთ "რეზონანსულ საქმეებზე" კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ოპერატიულ ინფორმაციას ყოველთვის აწვდის სამთავრობო არხებს.

    მარი ოთარაშვილი
    16.11.2009

    ახალგორში ადგილობრივმა ოსურმა მილიციამ მოსახლეობის აღწერა დაიწყო. ქსნისხეობელები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, რომ სეპარატისტ ძალოვნებს ეს იმ პასპორტიზაციისთვის სჭირდებათ, რომელიც ახალგორში სტარტს ამ წელს აიღებს და, სავარაუდოდ, 2010 წლის გაზაფხულამდე დასრულდება. ახალგორის ოსური ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელმა, პაკო ბარათაშვილმა "მთელ კვირას" განუმარტა, რომ ახალგორში ოსური პასპორტების დარიგება მართლაც მოხდება, თუმცა მისი აღება ნებაყოფლობითი იქნება და არა იძულებითი.

    მარი ოთარაშვილი
    10.11.2009

    მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას კვლავ ნიკა გვარამია ინარჩუნებს, საგანმანათლებლო სტრუქტურებში გვარამიას წასვლაზე ისევ ალაპარაკდნენ. მართალია, ოფიციალურ დონეზე ამას არავინ ადასტურებს, მაგრამ, როგორც "რეზონანსს" სანდო წყარო ატყობინებს, იურისტი გვარამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრობას მართლაც ტოვებს და, სავარაუდოდ, უცხოეთში მიდის სასწავლებლად.

    ლანა ბერიძე
    10.11.2009

    "ქრისტიან-დემოკრატები" რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ გადამდგარი "ძალოვნების" პენსიების გათანაბრებას ითხოვენ. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა "რეზონანსს" განუცხადა, 2004 წლის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების 50 ათასზე მეტი ათასამდე ვეტერანის პენსიას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. მათთვის საპენსიო შემწეობა 20-30 ლარია მაშინ, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ გადამდგრებისთვის 560 ლარს შეადგენს.

    ია აბულაშვილი
    10.11.2009

    გუშინ "შერატონ მეტეხი პალასში" სუამის საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომა გაიხსნა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სუამის წევრი სახელმწიფოების საპარალამენტო დელეგაციებმა და საქართველოში სუამის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა.

    მარი ოთარაშვილი
    09.11.2009

    ბოლო თვეებში ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეთა გატაცებამ პრაქტიკულად მასობრივი ხასიათი მიიღო. ბოლო შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო - ცხინვალელ სეპარატისტთა მიერ 4 ქართველი მოზარდის დაკავება და მათთვის ტერაქტის მოწყობის მცდელობის დაბრალება.

    ლანა ბერიძე
    09.11.2009

    2007 წლის 7 ნოემბრის ორი წლისთავზე ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა ჟურნალისტებმა ტელევიზიის დარბევისას მიყენებული მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს. მათი სასარჩელო განცხადებები თავდაპირველად საქართველოს მთავარ პროკურატურაში, შემდგომში კი ევროპის სასამართლოში გადაიგზავნება.

    ია აბულაშვილი
    09.11.2009

    ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან სპონტანურ გადაწყვეტილებას ელის. მათი ვარაუდით, შეიძლება ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს და 30 მაისისთვის გათვალისწინებული თვითმმართველობის არჩევნები ვადამდე ადრე დაინიშნოს. ან თვითმმართველობის არჩევნების ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეაჩეროს არჩევანი. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური ძალები ნებისმიერი გადაწყვეტილებისათვის მზად არიან.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter