სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა გულუა
    21.09.2009

    პრეზიდენტის თუ შეწყალების კომისიის მიერ შეწყალებული პატიმრების ნაწილი დანაშაულის ხელახლა ჩადენის გამო ისევ ციხეში ხვდება. მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა, როცა შეწყალებულმა ერთი პოლიციელი მოკლა და 2 მძიმედ დაჭრა. აქედან გამომდინარე, პატიმართა შეწყალების საკითხი ხელისუფლების დღის წესრიგში სერიოზულად დადგა. საუბარია შეწყალების პოლიტიკის გამკაცრებაზე, თუმცა შესაძლებელია კომისიაც კი შეიცვალოს.

    გიორგი გირკელიძე
    21.09.2009

    ქართველებს ერთმანეთი რომ ისე უყვარდეთ, როგორც ნაგავის უადგილო ადგილას გადაყრა, დიალოგი აქამდე დიდი ხნის შემდგარი იქნებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარემოს დაბინძურება-დანაგვიანებაში ბადალი არ გვყავს, თუმცა იმაზე არავინ ფიქრობს, ამ საქციელს რამხელა ზარალი მოაქვს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის.

    ნინო ფრანგიშვილი
    20.09.2009

    2009 წლის 15 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2121 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 1591 მამაკაცი და 530 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 35 წლამდეა. შიდსი 1132 პაციენტს განუვითარდა, აქედან 456 გარდაიცვალა.

    ნინო საბაშვილი
    20.09.2009

    ბოლო პერიოდში საქართველოში და ზოგადად კავკასიაში მიწისძვრები გააქტიურდა, აცხადებენ სპეციალისტები და დასძენენ, რომ მიწისძვრების შედეგად დედამიწაზე მიმდინარე რთული პროცესები პროვოცირებას უკეთებენ მეწყრებს, ქვათაცვენებს, კლდეზვავებს და სხვადასხვა მოვლენებს.

    ქეთი ზურაშვილი
    20.09.2009

    სასწავლო წლის დაწყებამ სკოლის მოსწავლეთა მშობლებს თავსატეხი გაუჩინა - წიგნები და რვეულები, რომლებიც არც ისე იაფია. სახელმძღვანელოების ფასი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია. ამის მიზეზების გასარკვევად ერთ-ერთ გამომცემლობას დავუკავშირდით, ასევე გავესაუბრეთ სახელმძღვანელოებით მოვაჭრეებსა და მოსწავლეთა მშობლებს.

    თათია ლიპარტია
    20.09.2009

    კახელი გლეხები შარშანდელ წელთან შედარებით დაბალ მოსავალიანობას უჩივიან. ამას ემატება ქარხნების მიერ ყურძნის ჩაბარებაზე დაწეული ფასები და შესაბამისად კახელების ნაწილი ამჯობინებს, რომ თბილისში ჩამოვიდეს და მოწეული მოსავალი შედარებით მაღალ ფასში გაყიდოს.

    მაია დოხნაძე
    19.09.2009

    ჭიათურაში, ქალაქის ცენტრში, უკვე ხუთ თვეზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება. გამგეობის წინ გაშლილ კარვებთან ხალხია შეკრებილი და რეგრესის პენსიების გაუქმებას აპროტესტებს.

    მარი ფერაძე
    19.09.2009

    ვინც დღეს სტუდენტია, იმათ არა, მაგრამ ვინც სტუდენტობას 5 წლის შემდეგ აპირებს, ყველა თაობის ქართველი ახალგაზრდების ოცნება აუხდება და სტუდენტურ ქალაქში იცხოვრებს. თუმცა ახდება ის პროგნოზებიც, რომელიც ქართულ პრესაში დიდი ხანია, კეთდება, რომ შესაძლოა, სულ მალე უნივერსიტეტის მთავარი კორპუსები გაიყიდოს.

    ეკა გულუა
    19.09.2009

    უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადები ყოველწლიურად მატულობს. სტუდენტების ნაწილი ათასობით ლარის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც იძულებული ხდებიან, სწავლას თავი დაანებონ, ან საბუთები იაფფასიან და არააკრედიტებულ კოლეჯებში გადაიტანონ, რომ პროფესია მაინც მიიღონ.

    ლიკა ბასილაია
    19.09.2009

    შაბათს ქავთარაძეზე ზარის საყიდლად წავედი...
    ერთი შეხედვით, თითქოსდა რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი საქმე: იყიდე ზარი, მოიტანე, ჩასვი ბუდეში, მოვლენ, ზარს დარეკავენ და კმაყოფილი ხარ, რომ, როგორც იქნა, ერთწლიანი "უზარობისა" და კარებზე "მოგუდული" კაკუნის შემდეგ სახლის კარებთან ზარი აწკრიალდება.

    თამაზ კუპრეიშვილი
    18.09.2009

    საჩხერეში, სამოცამდე ოჯახი, ერთ კვირაზე მეტია, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. 7 სექტემბერს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, არცერთ მათგანს ღამე სახლში არ გაუთევია.

    გელა მთივლიშვილი
    18.09.2009

    კახეთის ბევრ სოფელში ყურძნის შაქრიანობა დადგენილ 21 გრადუსს დიდი ხანია გასცდა, თუმცა მევენახეები მოსავალს ვერ აბინავებენ. სოფლის გამგებლები ცნობებს, რომლის საფუძველზეც ღვინის ქარხნები ყურძენს იბარებენ, შეზღუდვით გასცემენ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved