ია აბულაშვილი
27.09.2023

კახეთის მთავარი სალოცავის "ალავერდის" აგების ისტორია ერთ-ერთი ასურელი მამის იოსების სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახამად მამა იოსები იოანე ზედაზენის კურთხევით კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა და ალავერდის ახლოს დასახლდა.

ერთხელ სანადიროდ გამოვიდა, მას კახელი დიდებული შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტიანობას ნაზიარევი დიდებულის შემწეობით მამა იოსებმა ამ ადგილას პატარა ეკლესია ააშენა წმინდა გიორგის სახელზე, რომელიც მე-6 საუკუნით თრიღდება.

"ველად აღონად დასალეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთას ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე- პალატნი"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ალვერდის ტაძარას, სიტყვა "ალავერდი" კი "ღვთისგან ნაბოძებს" ნიშნავს. ალავერდობა ყოველ წელს 30 სექტემებრს იმართება.

მე-11 საუკუნეში წმინდა გიორგის ტაძრის ადგილას კვირიკე კახთა მეფემ დიდი ეკლესია ააგო, რომელიც კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. დავით აღმაშენებელმა კი ალავერდის ტაძარი საქართველოს დედა ეკლესიას დაუქვემდებარა.

ალავერდის ტაძარი რამდენჯერმე განადგურდა შაჰ-აბასისა და თამაზ ხანის შემოსევების დროს. 1742 წლის მიწისძვრის დროს ალავერდი მთლიანად დაინგრა. მიწისძვრისგან დანგრძელი ეკლესია ერეკლე მეორემ აღადგინა და მას მტრისგან დასაცავად უზარმაზარი ქვის გალავანი შემოარტყა.

ალავერდის ტაძარშია დაკრძალული იოსებ ალავერდელი. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები კი ტაძრის საკურთხეთლის ქვშ არის დავანებული. ალვერდში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი), რომელმაც პირველი ქართული წიგნი რომში დაბეჭდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×