სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    21.11.2019

     23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე 363 ეკლესია და სამლოცველოა აგებული, ასევე, შექმნილია მრავალი ხატი, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ.

    ამ სასწაულმოქმედი ხატებიდან ერთ-ერთი ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატია. 1800 წელს მეფე გიორგი მეთორმეტე ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში ესვენა და როგორც ამბობენ, სნეულებს კურნავდა.

    როდესაც ხატს მკერდზე ვერცხლი აჰყარეს, გამოჩნდა წმინდა გიორგის მკლავი. მანამდე არავინ იცოდა, რომ წმინდა გიორგის სხეულის ეს ნაწილი ხატში ესვენა. როცა ხატის განახლება დაასრულეს წმინდა ნაწილი თავის ადგილას ჩააბრძანეს, ამბობენ, ამის შემდეგ, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოს ზედა".

    ალავერდის წმინდა გიორგის ხატს კი ასეთი სასწაული მოუხდენია. 1797 წელს აღა-მაჰმად-ხანმა შუშის ციხე დაიპყრო და ქართველების ერთიანად განადგურება განიზრახა.

    შეწუხდნენ კახნი და მიუვალ ადგილებში დაიწყეს გახიზვნა. ალავერდობა ყოფილა და ანტონ კათალიკოსი, მეფე ერეკლე თავის ძესთან ერთად ალავერდში ბრძანდებოდა.

    ალავერდში გადასამალავად ჩამოუბრაძნებიათ წმინდა გიორგის დიდი ხატი, მაგრამ ბუდეში ხატი არ ჩაესვენა. გაკვირვებულები უცქერდნენ ამ ამბავს სამღვდელოებაც და ერისკაცნი. ამ დროს მონასტერში მოვიდა მახარობელი დიმიტრი გურამიშვილი და მეფეს აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილი აუწყა.

    მრისხანე მბრანებელი ღამით მისსავე მსახურს მოუკლავს. ასე გადარჩა კახეთი აოხრებას. ანტონ კათოლიკოსმა ხატის ზურგი მოაჭედვინა და ზედ ეს სასაწაული წააწერა.

    გადმოცემის თანახმად. სპარსელებს 7 ათასი ქრისტიანი ქართველი ტყვედ წაუყვანიათ, თან ძვირფასი ჯვრები და ხატებიც წაუღიათ. მათ შორის იყო წმინდა გიორგის ხატი, რომელიც სასწაულებს ახდენდა. სპარსეთში ამ ხატის ჩაბრძანების შემდეგ შობადობა და მოსავალი შემცირებულა. ამბობდნენ, ქათამი კვერცხს აღარ დებს, საქონელი აღარ მრავლდებაო.

    ქადაგებს გამოცხადება ჰქონიათ, თქვენი გასაჭირი წმინდა გიორგის ხატის ბრალიაო. სპარსელებს ქართველ ტყვეებთან ერთად წმინდა გიორგის ხატის დაბრუნება გადაუწყვეტიათ. სასწაულმოქბმედი ხატი ურჯულოებმა წითელ ხარზე დაასვენეს და ისე წამოაბრძანეს, ხარს მხრებზე მტრედები სხდომიან. სადაც ხარმა დაისვენა იქ სალოცავი ნიშა აშენებულა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×