სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.12.2019

    დღეს სასტუმრო „სტამბაში“ ფილმ „არენას“ პრემიერა გაიმართა. „არენა“ პირველი იტნერაქტიული კინო-თამაშია, რომლის რეჟისორიც დავით ბორჩხაძეა. ფილმის ოპერატორი კი ამერიკის კინოაკადემიის წევრი გიორგი შველიძეა. ფილმი JWT Metro-მ გადაიღო. 

    ფილმს მთელი ზაფხულის განმავლობაში წყალტუბოში, ნატახტარსა და თბილისში იღებდნენ. 

    ფილმში ცნობილ  სახეებთან და ქართველ მსახიობებთან ერთად ბრაზილიელი რივალდოც მონაწილეობს. მთავარ როლში გივიკო ბარათაშვილი და სლავა ნათენაძე არიან. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ: ჯამლეტ ხუხაშვილი, მარიტა ჯანაშია, ნანა შონია, აჩი არველაძე, სანდრო კაკულია, ქრისტინე იმედაძე, ანანო კეკელია, ლაშა ნამორაძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი ცინცაძე, ივანე ქურასბედიანი, ია მღებრიშვილი და სხვები. 

    „არენა“ სათავგადასავლო ჟანრის კინო-თამაშია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. მაყურებელი თავიდანვე ერთვება ფილმის სიუჟეტში და თვითონ ხდება ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაყურებელს ისე შეუძლია შეცვალოს სიუჟეტი და მართოს თამაში, როგორც სურს. 

    ფილმისთვის ცნობილი მუსიკალური ნომრის „ტანგოს“ ადაპტაცია სტეფანემ შეასრულა. კინო-თამაშისთვის მუსიკალური თემების შექმნა და ხმის რეჟისურა Post Red-ს ეკუთვნის. 

    „არენას“ ნახვა პრემიერის შემდეგ ყველასთვის ხელმისაწვდომი www.arena.ge-ზე იქნება. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×