სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.01.2020

    ქართულ საეკლესიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნიქოზის ეპარქიას, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლომდე არსებობდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. ეპარქიას ექვემდებარებოდა წინწყაროსა და წილკანის კათედრათა მნიშვნელოვანი ნაწილი. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსო გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავრო ტაძარს შეუერთდა.

    ეს უძველესი ეპარქია აღდგა 1995 წლის 5 აპრილს.

    ამ უძველეს სამღვდელმთავრო კათედრაზე საუკუნეების განმავლობაში მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. გადმოცემის თანახმად, მეფე ვახტანგ გორგასალმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმინდა ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი სწორედ ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა, მე-13 საუკუნეში კი თამარ მეფის ასულმა, დედოფალმა რუსუდანმა, წმინდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა მისი  იერუსალიმიდან ჩამობრძანების ისტორიას აღწერს. წმინდა ჯვარი საუკუნეთა განმავლობაში ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული, მე-18 საუკუნის ბოლოს, 1799 წელს კი, დაიკარგა.

    წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები, რომელიც ინახებოდა მისივე სახელობის შეჭედილ ხატში, დასვენებული იყო გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 1186 წელს ეს ხატი თამარ მეფის მიერ აშენებულ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული.

    საბაწმინდის დედათა მონასტერში ოდითგანვე ინახებოდა წმიდა მოწამეთა უხრწნელი ნაწილები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ერდვის მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“.

    ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ცნობილი იყო წიგნთსაცავებით.  წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერში ინახებოდა არაერთი ქართული ხელნაწერი, ყანჩაეთის კაბენის მონასტერში კი მე-12-13 საუკუნეების ოთხთავი და მე-17 საუკუნის ჟამგულნი. მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა ცხავატის მაცხოვრის ეკლესიას, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაძარცვეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×