ია აბულაშვილი
01.07.2015

დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს გავაცნოთ ცნობილი ქართველი მეცნიერის გურამ შარაძის მიერ წლების წინ აღმოჩენილი რამდენიმე უცნობი წერილი, რომელიც გრიგოლ დიასამიძის არქივში იყო დაცული.

სალომე სარიშვილი
01.07.2015

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "ჯიემ ფესტის" (ჯორჯიან ელექთრონიკ მუზიქ ფესტივალ) მონაწილე არტისტების სია ნაწილობრივ უკვე ცნობილია. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, სია ეტაპობრივად განახლებადია, თუმცა დასაწყისისთვის აღნიშნული პროგრამა ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა.

სალომე სარიშვილი
29.06.2015

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "ჯიემ ფესტი" (Georgian Electronic Music Festival) ჩატარდება. ფესტივალი ზღვის სანაპიროზე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი დიჯეები მიიღებენ. ორგანიზატორების განცხადებით, "ჯიემ ფესტი" ქართული ელემენტებითაც იქნება გამდიდრებული, ხოლო მასზე დასწრება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი მსურველებისთვის, ისე ტურისტებისთვისაც. ფესტივალზე დასასწრები ბილეთები ელექტრონულად უკვე იყიდება, ფასები კი სერვისის მიხედვით სხვადასხვაგვარია.

სალომე სარიშვილი
25.06.2015

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და სხვა სამთავრობო და თვითმმართველი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, ქართული მხარე საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ძეგლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს.

მარი ჩიტაია
20.06.2015

 16 ივნისს დიდ ქართველ მწერალს - ოტია იოსელიანს 85 წელი შეუსრულდებოდა... იმერეთი ამ თარიღის აღსანიშნავად საგანგებოდ მოემზადა - დაიგეგმა სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება, თეატრალური წარმოდგენები, კონკურსები, მწერლისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია... საზეიმო ღონისძიებები 4 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საიუბილეო კვირეულის ხანგრძლივობა 2 დღით შემოკლდა.

ია აბულაშვილი
18.06.2015

 "არც ერთ ქართველ მოღვაწეს არ რგებია წილად ამდენი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება, ქება თუ გაკიცხვა, რამდენიც გიორგი სააკაძეს. მართლაც ძნელია მისი ცხოვრების ერთმნიშვნელოვნად შეფასება. ამის შესაძლებლობას არც წყაროები იძლევა და არც სააკაძის ცხოვრების ქრონიკა. გიორგი სააკაძის ბედში ერთდროულად აირეკლა იმდროინდელი საქართველოს ცვალებადი პოლიტიკური მდგომარეობა, სასახლის ინტრიგები და ქართველი ხალხის გმირული სულისკვეთება," - განაცხადა "რეზონანსთან" ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა იგორ კვესელავამ.

სალომე სარიშვილი
15.06.2015

 სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარე ახალქალაქის ციხე-სიმაგრე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ციხე-ნაქალაქარი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და მე-11 საუკუნით თარიღდება, თუმცა, მიუხედავად მისი სტატუსისა, დღეს ის მიტოვებული და გავერანებულია.

მამუკა ნაცვალაძე
15.06.2015

 არაერთ საიუბილეო და შემოქმედებით საღამოზე ვყოფილვარ, თუმცა ის, რაც წყნეთში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის 29-ე ხელოვნების სკოლის პედკოლექტივის მიერ მოწყობილ გიორგი და კახა ცაბაძეების შემოქმედებით საღამოზე მოხდა, არასდროს შემხვედრია - იდგა პატარა ქართველი - 9 წლის გიორგი თათულაშვილი და კახა ცაბაძის "აღსარებაზე" გულამოსკვნილი ტიროდა.

მარი ჩიტაია
04.06.2015

 საქართველო დიდ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს უმეტესწილად, სიმართლის პირში მთქმელ, უღალატო და სამართლიანი ადამიანის სახელით იცნობს... ამ ქვეყნიდან წავიდა უპრეტენზიოდ, როგორც თავისევე გმირი სერაფიონი... მიწასთან ახლოს, თავისივე ხელით აგებულ სახლში ცხოვრობდა და სამარადჟამო განსასვენებელიც იქვე ჰპოვა.

სალომე სარიშვილი
03.06.2015

 გელათის სამონასტრო კომპლექსზე რეაბილიტაციის პროცესი განახლდა - პროექტი გრძელვადიანია და ტაძრის სრულ რეკონსტრუქციას გულისხმობს.

ია აბულაშვილი
01.06.2015

 ქართველები პარიზში თითქოს მუდმივი თემაა, მაგრამ მართლაც იშვიათია მსოფლიოს რომელიმე ქალაქი გახდეს ისეთი ახლობელი უცხოელისთვის, როგორც პარიზი; განსაკუთრებით, თუ ეს ადამიანი ხელოვანია. სწორედ პარიზი გახდა ჩვენი თანამემამულის, ცნობილი მოქანდაკის და იუველირის გუჯი ამაშუკელის შემოქმედების სარბიელი; ამ ქალაქში აღიარეს იგი "ხელოვნების ოსტატად"; მის მიერ შექმნილი სამკაულები და მითოლოგიურ-რელიგიურ თემაზე გამოქანდაკებული ოქროს და ვერცხლის ნივთები ცნობილ მუზეუმებს და კერძო კოლექციებს ამშვენებს.

სალომე სარიშვილი
29.05.2015

ვარძია, უფლისციხე და გრემი - სამი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მუზეუმ-ნაკრძალია ტურისტებისთვის. ქვეყნის ეს ყველაზე მძლავრი მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორების ნაკლებობას არასდროს განიციდის, ამიტომ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მათ განვითარებასა და კონსერვაციაზე მუდმივად მუშაობენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×