თამთა ჩაჩანიძე
12.09.2020

რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერი ვლადიმირ ლენინის ნეშტი შესაძლოა მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმიდან გამოიტანონ და სასაფლაოზე დაკრძალონ. ხელისუფლებამ მავზოლეუმის ახალი დანიშნულებით გამოყენებაზე კონკურსი გაოაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი განცხადება ლენინის დაკრძალვაზე არ გაკეთებულა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მინიშნებას აკეთებენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.

რუსეთის არქიტექტორთა კავშირის პრეზიდენტი ნიკოლაი შუმაკოვი აცხადებს, რომ ლენინი დაკრძალვის შემთხვევაში მავზოლეუმი სასურველია არქიტექტორ ალექსანდრ შჩუსევის სახელობის არქიტექტურის მუზეუმის ფილიალად გადაკეთდეს.

„მავზოლეუმი შჩუსევმა დააპროექტა, არქიტექტურის მუზეუმი კი, რომელიც ასევე შჩუსევის სახელს ატარებს, მავზოლეუმიდან ფეხით ათი წუთის სავალზეა. ამიტომაც არქიტექტურის მუზეუმის ფილიალად გადაქცევა საკმაოდ საინტერესო წინადადებაა", - განაცხადა შუმაკოვმა და დასძინა, რომ დღევანდელ მავზოლეუმში შესაძლებელი იქნება 1924-1925 წლებში მავზოლეუმთან დაკავშირებით გამოცხადებული არქიტექტორული კონკურსისას წარმოდგენილი პროექტების გამოფენა.

კონკურსი ლენინის მავზოლეუმის ახალი დანიშნულებით გამოყენებაზე რუსეთის არქიტექტორთა კავშირმა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, თუმცა ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი მხოლოდ 11 სექტემბერს გახდა და რუსეთში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

თავად არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე შუმაკოვი არ მალავს, რომ იგი ლენინის დაკრძალვის მომხრეა და აცხადებს, რომ ამ კონკურსის გამოცხადებას არანაირი პოლიტიკური მოტივები არ აქვს.

„ლენინმა ანდერძი დატოვა, რომ პეტერბურგში ვოლკოვსკოეს სასაფლაოზე, დედის მარია უილიანოვას გვერდით დაესაფლავებინათ. ალბათ, ადრე თუ გვიან, ეს ასეც მოხდება ", - აღნიშნა შუმაკოვმა.

ვლადიმირ ლენინის ბალზამირებული სხეული სპეციალურ გამჭვირვალე სარკოფაგშია ჩასვენებული და კრემლის კედელთან წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმშია მოთავსებული. პირველი მავზოლეუმი 1924 წლის იანვარში, ლენინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ააგეს. დღეს მოქმედი მავზოლეუმი კი 1930 წელს ააშენეს.

1924 წლიდან მავზოლეუში მოქმედებს ლენინის სხეულის შენარჩუნების სპეციალიზირებული ლაბორატორია და მასში სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნების რამდენიმე გარდაცლილი ლიდერის სხეულის ბალზამირება ჩატარდა.

1953-61 წლებში მავზოლეუმში ლენინთან ერთად იოსებ სტალინის ბალზამირებული ცხედარიც იყო მოთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ვაი ვაი   (15.09.2020)
არ დამარხოთ რა, ძალიან მაგრად გეხვეწებით რა ბიძია-ბაბუებო, ღამე ვეღარ დამეძინება:)

jojo   (13.09.2020)
Какая архитектура,взорвать надо этого красного гнездо зла,вместе нынешним гловарем-урода, всей его бандой!

ჭორლეონე   (13.09.2020)
შენი ურია გვამი მოვტყან შე ნაბოზარო და სოსოც ზედ მიგაყოლე. უნდა დაგმარზ9ნ კი არა სადმე ხრამში მოისროლონ შენი აყროლებული ლეში და მანდ ვალოდიას დაასვენონ, ისიც შენნაირი დედამისექსილი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×