ქრისტინე კაპანაძე
05.04.2021

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, უკრაინასთან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს. როგორც ირკვევა რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში პივდენოეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ცეცხლი გახსნა. რა მიზნები აქვს რუსეთს და შესაძლოა თუ არ აარსებული დაძაბულობა ომში გადაიზარდოს - ამ საკითხზე „რეზონანსს" ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი თქმით, რუსები ნელ-ნელა შეტევაზე გადადიან, მათი მიზანი კი უკრიანის პრეზიდენტის რეჟიმის დამხობაა.

„რუსები ნელ-ნელა გადადიან შეტევაზე, ალბათ თვის ბოლომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ იქნება. ჯერჯერობით მხარეები დაზვერვით ღონისძიებებს აწარმოებენ, თუმცა, რეალურად როგორც არ უნდა იყოს, საკმაოდ მძიმე ვითარებაა და სერიოზული საბაბია შეშფოთებისთვის.

„ყველას თავისი ინტერესები აქვს - უკრაინას თავისი, რუსეთს თავისი. რუსეთს სურს დაასრულოს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელინსკის რეჟიმი და უკრაინა საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. საკმაოდ ბევრი ნიუანსია, ერთ-ერთი არის ის, რომ რუსეთმა შესაძლოა წყლის მომარაგება შეუწყვიტოს უკრაინის მოსახლეობას, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას.

„უკრაინას აქვს საკმაოდ სერიოზული სამხედრო პოტენციალი თავის დასაცავად, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შიშის საფუძველი არ აქვთ, რადგან რუსეთი დამხმარე ძალებს მიმართავს ამ შემთხვევაში.

„უკრაინა დასავლეთმა უნდა დაიცვას, ალბათ დიპლომატიური გზით - რუსეთ-უკრაინას შორის ხელშეკრულების გადახედვით და ა.შ. რეალურად უკრაინას დასავლეთის გარდა, სხვა გზა არ ექნება,"- ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით კი რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ერთხელ დაარღვია. ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „ჩრდილოეთის" მოქმედების არეალში, პივდენოეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს მტერმა ჩვენი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა,"- ნათქვამია გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციაში.

როგორც ისინი ამბობენ, დღეს დილიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში ვითარების მონიტორინგს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას აგრძელებენ,"- აცხადებენ შტაბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (07.04.2021)
ომში არ გადაიზრდება, მაგრამ დიდ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )