ქრისტინე კაპანაძე
05.04.2021

ინდოეთში კორონავირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ინფიცირების შემთხვევებმა 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა აშშ-ის შემდეგ. სააგენტო, „როიტერის" ინფორმაციით, ამის მიზეზად მასობრივი საარჩევნო მიტინგები და პოლიტიკოსთა გამოსვლები სახელდება.

ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ინდოეთის ქალაქ მაჰარაშტრაში ფიქსირდება, საიდანაც პაციენტები ყოველდღიურად გადაჰყავთ საავადმყოფოში, ხოლო ინდოეთის სავაჭრო ქალაქ მუმბაიში გასულ ღამეს რეკოდრული 57 074 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ირკვევა ისიც, რომ ინდოეთში კორონავირუსის ასობით ახალი ვარიანტია აღმოჩენილი, რომელიც ასევე გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაშიც აღმოაჩინეს.

მაჰარაშტრაში მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის სუბჰაშ სალუნკის თქმით გამოსავალი საყოველთაო ვაქცინაციაშია.

„უნდა აიცრას ყველა მოზრდილი ადამიანი, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალებულ ქალაქებში, როგორიცაა: მუმბაი, პუნა და ნაშიკი. თუ ამ გეგმას განვახორციელებთ, აპრილის ბოლოს ინფიცირებულთა მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება,"- თქვა მან.

ქალაქ მაჰარაშტრაში დღეიდან სავაჭრო ცენტრების, კინოთეატრების ბარების, რესტორნების, ეკლესიების დახურვა იწყება, რადგან უკვე საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი დაბალია, ხოლო ვაქცინაცია 45 წელს გადაცილებულ ადამიანებს უტარდებათ.

მიუხედავად ვირუსის კრიტიკული ზრდისა, ინდოეთში წინასაარჩევნო აქციები და პოლიტიკოსთა გამოსვლები აქტიურად მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )