“მსგავსი ვითარება არა მხოლოდ გაართულებს მოგზაურობას და დააგრევს ეკონომიკას, არამედ ძირს უთხრის ვაქცინების მიმართ ნდობას”
ქრისტინე კაპანაძე
14.07.2021

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში წარმოებული „ასტრაზენეკას" ვაქცინა კონტინენტის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ დაამტკიცა როგორც ეფექტური ვაქცინა, ინდოეთში წარმოებულ ამავე ვაქცინას „მწვანე შუქი" არ მიუღია.

გაზეთი "London AP" - ის ინფორმაციით ნიგერიაში „ასტრაზენეკას" ვაქცინაციის შემდეგ დოქტორმა იფეანო ნსოფორმს და მის მეუღლეს ევროპის ზოგიერთ ქვეყნაში მოგზაურობა ეკრძალებოდათ, რადგან ეს ქვეყნები ინდური შტამის გამო არ სცნობდნენ ვაქცინის ეფექტურობას.

ევროპის მარეგულირებლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ასტრაზენეკას" არ დაუსრულებია ინდოეთის ქარხნის შესახებ საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის დეტალები მისი წარმოების, პრაქტიკისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების შესახებ.

ექსპერტთა ნაწილი ევროკავშირის ამ განცხადებას დისკრიმინაციულს და არამეცნიერულს უწოდებს, ვინაიდან, ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი ვითარება არა მხოლოდ გაართულებს მოგზაურობას და დააგრევს ეკონომიკას, არამედ ძირს უთხრის ვაქცინების მიმართ ნდობას.

პარალელურად ევროპის მდიდარი ქვეყნები, ზაფხულში ტურისტების სეზონის გადარჩენას ცდილობენ. მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა დანერგა ციფული კოვიდ 19 ის სერთიფიკატი, რომელიც ევროკავშირის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს თავისუფად გადაადგილდნენ 27 ქვეყნის ბლოკში.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ბრიტანეთი სტუმრებისთვის დახურულია, ევროკავშირის აღნიშნული სერთიფიკატი განიხილება, როგორც მოგზაურობისთვის საჭირო პოტენციური მოდელი და ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი გზა.

ბრიტანეთის ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ივო ვლაევი, მთავრობას ურჩევს, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სწორი ინფორმაციის მიწოდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვაქცინაციის ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ,

„ადამიანები, რომლებსაც უკვე ეჭვი აქვთ ვაქცინებზე, ისინი კიდევ უფრო დაეჭვდებიან, შესაძლოა მათ დაკარგონ ნდობა მთავრობისა და ჯანდაცვის სექტორის მიმართ და ნაკლებად დაიცვან კოვიდ რეგულაციები,"- ამბობს ივო ვლაევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×