ხატია ბერიძე
03.12.2021

მსოფლიოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნები ახალ გადაწყვეტილებებს იღებენ. ქვეყნების უმრავლესობა სავალდებულო ვაქცინაციაზე და სამიზნე შეზღუდვების დაწესებას განიხილვენ. ზოგიერთ ქვეყანაში კი სავალდებული ვაქცინაცია და ლოქდაუნი აუცრელებისთვის უკვე აამოქმედეს.

გერმანია ქვეყნის მასშტაბით აუცრელ ადამიანებისთვის ლოქდაუნის დაწესებაზე ფიქრობს. მათ უკვე აეკრძალათ მრავალი სერვისით სარგებლობა, როგორიცაა: მუზეუმები, კინოთეატრი, რესტორნები, და მსგავსი დაწესებულებები. არავაქცინიერებულებს შესვლა მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში არ ეკრძალებათ. ამ ორი ობიექტის გარდა ყველგან აცრილი ან კოვიდგადატანილი პირები დაიშვებიან.

ამასთან, გერმანიის მთავრობის წევრების განცხადებით, ისინი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას გეგმავენ. ამისათვის ჯერ პარლამენტის მხარდაჭერას ელოდებიან, ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში თებერვლიდან შევა.

მსგავსი შეზღუდვები საბერძნეთის მთავრობამაც აამოქმედა. კორონავირუსზე ვაქციანაცია 60 წელს ზემოთ პირებისთვის სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაცია ძალაში იანვრის შუა რიცხვებიდან შევა. მოქალაქეს, რომელიც ვაქცინაციაზე უარს განაცხადებს, ფულადი ჯარიმა დეკისრება, რაც დაახლოებით 100 ევროს შეადგენს. ჯარიმით შეგროვებული თანხები კი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში გადაირიცხება.

მიმდინარე კვირის სტატისტიკით, საბერძნეთის მოსახლეობის 62%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, 66%-ს, ჩამორჩება. სავარაუდოდ სწორედ ეს მაჩვენებელი გახდა რეგულაციების გამკაცრების მიზეზი.

ასევე, აცრა სავალდებულოა საუდის არაბეთში, ვაქცინის გაკეთება ყველა დასაქმებულ პირს ევალება.

ინდონეზიაში სავალდებულო აცრა ჯერ კიდევ თებერვალში შემოიღეს, მაგრამ ინფიცირების მატების და ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო, რაგულაცია გამკაცრდა და ახლა ვაქცინაციაზე უარის თქმა ფულადი ჯარიმით ისჯება.

ბრიტანეთში სავალდებულო ვაქცინაცია კონკრეტულ დაწესებულებაში მომუშავე პირებზე ვრცელდება. მაგალითად, მოხუცთა თავშესაფარში მომუშავე პერსონალი ვალდებულია აიცრას.

რუსეთში, ისევე როგორც ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში, აცრა სავალდებულოა სერვისში დასაქმებულთათვის. აცრაზე უარის შემთხვევაში პირი სამსახურიდან დათხოვნით ისჯება.

კანადაში სამედიცინო პერსონალს აქვს ასეთი არჩევანი - ვაქცინაცია ან კვირაში 3-ჯერ პისიარი. აუცრელ თანამშრომლებს კი სხვა თანამდებობაზე გადასვლა მოეთხოვებათ, სადაც დაავადების გადადების რისკი დაბალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×