ხატია ბერიძე
04.12.2021

აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს. სანქციების ამოქმედება ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე კრიზისს უკავშირდება, რადგან, დასავლეთის შეფასებით, პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი რეჟიმი მიგრანტთა კრიზისს განზრახ ახალისებდა. მანამდე ლუკაშენკო იმუქრებოდა, რომ ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში ევროპას გაზს გადაუკეტავდა.

ლუკაშენკოს მთავრობას დასავლეთმა სანქციები 2020 წელს არჩევნების შემდეგ გამრთული აქციების წინააღმდეგ ძალის გადამეტების, პოლიტიკური დევნის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და სხვა არადემოკრტიული გადწყვეტილებების გამოც დააკისრა. ევროკავშირი, ნატო და აშშ ფიქრობენ, რომ ამის საპასუხოდ ლუკაშენკო და მისი რეჟიმი მიგრანტთა კრიზისს ახალისებს და მათ ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს.

ევროკომისის განცხადებით, ლუკაშენკო და მისი რეჟიმი ცრუ დაპირებებს გასცდემდნენ - მიგრანტებს ჰპირდებოდნენ, რომ მინსკიდან მარტივად შეძლებდნენ ვიზის აღებას და შემდეგ ევროკავშირში შეღწევას. მათი ცნობით, მსგავს დაპირებებს ბელარუსის ხელისუფლება დაახლოებით 20 ქვეყნის მოქალაქეებს აძლევდა.ამ ბრალდებას ლუკაშენკო უარყოფს.

მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირმა ბელარუსზე კვლავ სანქციების დაკისრება გადაწყვიტა. აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები ერთობლივად დაუწესეს. სანქციები შეეხო ათობით ოფიციალურ პირს, ორგანიზაციებს, კომპანიებსა და ლუკაშენკოს შვილსაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ხაზინის განცხადებით, მათ სანქციები დაუწესეს 3 ავიაკომპანიას და ასევე 32 კერძო პირსა და ორგანიზაციას. სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ბიზნესის, მთავრობის წარმომადგენლებისა და იმ სხვა პირებს, ვინც ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან შექმნილ კრიზისში მონაწილეობდნენ.

ევროკავშირმა საკუთარ ტერიტორიაზე მოგზაურობის შეზღუდვა დაუწესა და ანგარიშები გაუყინა 17 ადამიანს - ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს, მესაზღვრე და სამხედრო მაღალჩინოსნებს და მოსაამართლეებს. ასევე სანქციები შეეხო ადგილობრივ ავიაკომპანიებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ახლო აღმოსავლელი მიგრანტების ბელარუსში გადაყვანა.

დიდ ბრიტანეთმა სანქციები აამოქმედა 8 პირის მიმართ. ანგარიშები გაუყინეს მსოფლიოში პოტაშის მწარმოებელ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას, რომელიც ბელარუსის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი და შემოსავლის წყაროა.

„დღევანდელი ქმედება გამოხატავს ჩვენ ურყევ მიზანდასახულობას იმ დაუნდობელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც აწყობს ბელარუსების რეპრესიებს, ძირს უთხრის ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას და აგრძელებს იმ ხალხის ჩაგვრას, ვისაც უბრალოდ თავისუფლად ცხოვრება უნდა", - განაცხადეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ახალი სანქციების დაწესებამდე, ლუკაშენკო ევროკავშირს დაემუქრა, რომ სანქციების შემთხვევაში რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალ გაზსადენს გადაკეტავდა, რომელის ნაწილიც ბელარუსის ტერიტორიაზე გადის.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ,,რეზონანსთან" ახალი სანქციების სავარაუდო გავლენებზე საუბრობს. მის აზრით, ეს სანქციები დაგვიანებულია და ლუკაშენკოს პოლიტიკაზე დიდად ვერ იმოქმედებს.

„ლუკაშენკომ სანქციების დაწესებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ უფრო დაძაბა არსებული მდომარეობა - მან რუსეთს ყირიმის ანექსია უღიარა. აქამდე ამასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებდა, მაგრამ ახლა ესეც გააკეთა. ასევე მან რუსეთს უფლება მისცა, ბელარუსის ტერიტორია გმოეყენებინა საბრძოლო იარაღის განსათავსებლად უკრაინის წინააღმდეგ. ამ განცხადებებით მან პირდაპირ თქვა, რომ ბელარუსი კრემლის ფერხულში ჩაება.

„ახალი სანქციები ლუკაშენკოსთვის დიდ დანაკარგს არ წარმოადგნს, რამაც შეიძლება სხვაგვარი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგოს. ამ დანაკარგის კომპენსაცია ბელარუსს ჩვეულებრივ შეუძლია რუსეთიდან, ჩინეთიდან, აზიის ქვეყნებიდან, და საქართველოდანაც კი. ასე რომ, ეს სანქციები ლუკაშენკოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ყველაფრით ხალხი ზარდალდება, მათ კეთილდღეობა კი ლუკაშენკოსთვის პრიორიტეტული არ არის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×