რეზონანსი
29.12.2022

უკრაინის ქალაქ პოლტავას დააკავებული მერი, ოლეკსანდრ მამაი ეჭვმიტანილია უკრაინის ჯარის ქვედანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

კერძოდ მას აბრალებენ იმას, რომ ავრცელებდა მონაცემებს, რაც არც გენერალურ შტაბს, არც თავდაცვის სამინისტროს, ან სხვა ნებისმიერ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა გასაჯაროებული. ახლა მერს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რა გზით და როგორც ავრცელებდა მამაი საიდუმლო ინფორმაციას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, პოლიტიკოსმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არის კონფლიქტი, სადაც ძმა ძმას უპირისპირდება.

„ჩვენი ქალაქის მოსახლეობასთან საუბრისას უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ორი ძალა იბრძვის, რუსეთი და ამერიკა," - განაცხადა მამაიმ გასული წლის მიწურულს, სატელევიზიო გადაცემაში.

(მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ)

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×