თამთა ჩაჩანიძე
25.04.2023

რუსეთის დედაქალაქის შემოგარენში საბრძოლო დრონების გამოჩენის გამო სერიოზული შეშფოთება და პანიკაა. შიშობენ, რომ უკრაინა მოსკოვის შემოგარენს უკვე თავისუფლად წვდება და შესაბამისად, დარტყმის ქვეშ ახლო მომავალში შესაძლოა უშუალოდ მოსკოვი აღმოჩნდეს. ამის პარალელურად კი ფრონტზე რუსულ შენაერთებს შორის დაპირისპირება ხდება და ამაზე უკვე რუსული მედიაც ღიად წერს.

ოფიციალური კიევი მოსკოვის შემგარენში ჩამოვარდნილ დრონებთან რაიმე კავშირს უარყოფს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთისთვის უკვე ახალი დიდი საფრთხე გაჩნდა, რადგან უპილოტოების აღმოჩენა თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებითაც კი საკმაოდ რთულია. უკრაინა კი ომშია და სრული უფლება აქვს, რომ მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტებს დაარტყას.

თუმცაღა ანალიტიკოსთა შეფასებით, საპასუხოდ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის მთავარი გადაწყვეტილების ცენტრების დაბომბვა დაიწყოს და არაა გამორიცხული, რომ ბირთვული ტაქტიკური იარაღიც გამოიყენოს.

რაც შეეხება რუსულ შენაერთებს შორის დაპირისპირებას, რუსული მედიის ცნობით, ეს ინციდენტი ბახმუტში მოხდა. ერთმანეთს კი დაუპირისპირდნენ ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" და კომპანია გაზპრომის მიერ ჩამოყალიბებული ახალი სამხედრო კომპანია - მოხალისეთა ბატალიონი „პატოკი".

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, რუსები ისევ მარიინკისა და ბახმუტის მიმართულებით უტევენ, თუმცა უკრაინელები დიდ წინაარმდეგობას უწევენ.

„ფრონტზე დიდი ცვლილებები არაა. ბროლა მარიინკა-ბახმუტის მიმართულებით მიდის. რუსები ირქმუნებიან, რომ დღეში საშუალოდ ორ კვარტალს იღებენ, მაგრამ მთლად ასე არ ჩანს. (ბახმუტში) ხორცის გადამამუშავებნელი ქარხანა აიღეს, რუსები რკინიგზაზე გამაგრდნენ, რაღაც გარკვეული წინსვლა აქვთ, მაგრამ უკრაინელების ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას ხვდებიან", - აცხადებს „რეზონანსთან" გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

„გაზპრომის" „პატოკი" პრიგოჟინის „ვაგნერის" წინააღმდეგ

ცნობა ამ იციდენტის შესახებ რუსულ მედიაში „ვაგნერის" მებრძლებზე დაყრდნობით გავრცელდა და მოგვიანებით ეს „პატოკის" წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. „ვაგნერელების" ცნობით, ბახმუტის დასავლეთით ტყიან მასივში მათი პოზიციების უსაფრთხოებას ფლანგებიდან სწორედ „პატოკი" იცავდა, თუმცა უკრაინელთა ერთ-ერთი არც ისე მძლავრი შეტევის შემდეგ „პატოკის" მებრძლებმა მიატოვეს შეიარაღება და უკან დაიხიეს.

ამის შედეგად საფრთხე შეექმნა წინ წაწეულ „ვაგნერის" შენაერთებს, რომლებიც ფლანგიდან შესაძლო დარტყმისა და ძირითადი ნაწილებისგან მოწვეტის შესაძლებლობის გამო იძლებული გახდნენ უკან დაეხიათ. შედეგად, როგორც რუსი სამხედრო მიმომხილველები წერენ, „ვაგნერის" მიერ მძიმე ბრძლითა და მნიშნელოვანი დანაკარგებით მოპოვებულ ტერიტორიას ისევ უკრაინელები დაეპატრონენ.

რუსი სამხედრო ბლოგერის, ევგენი ლიპინის ცნობით, „პატოკის" მებრძოლებმა თავისი მოქმედება იმით ახსნეს, რომ ისინი დამოუკიდებელი მოხალისეები არიან და თავად წყვეტენ როდის ჩაერთონ ბრძოლაში და როდის დაიხიონ უკან.

მოგვიანებით ინტერნეტში თავად „პატოკის" მებრძლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. მათი ცნობით, ყველაფერში დამნაშავეა „გაზპრომის" დაცვის კომპანია - შპს „რედუტი" და თავად პატოკის სამხედრო ხელმძღვანელობა.

რომლებმაც გაქცევაში „გაზპრომი" დაადანაშაულეს იმ მიზეზით, რომ სამხედრო პერსონალს საჭირო იარაღითა და საარტილერიო მხარდაჭერით არ უზრუნველყოფდნენ.

როგორც რუსული მედია წერს, „პატოკი" ფრონტზე ჯერ კიდე მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ ბახმუტში „ვაგნერთან" ერთად გააგრძელებდა ბრძოლას. მებრძლები აცხადებენ, რომ მათ არ აწვდიან აუცილებელ სამხედრო აღჭურვილობას და არც საარტილერიო მხარდაჭერა აქვთ.

გარდა ამისა, „პატოკელები" „ვაგნერის" წევრებსაც ადანაშაულებენ, რომლებიც, მათი თქმით, „პატოკს" უკან დახევას უკრძალავდნენ და არც წინა ხაზზე როტაციის განხორციელების საშალებას აძლევდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ინციდენტი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და „ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის დაპირისპირების გამოძახილია. მისი ცბობით, „პატოკი" ფაქტიურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაკანონიერი დაჯგუფებაა და ბახმუტში იარაღი შესაძლოა განზრახ დაყარეს, რათა პრიგოჟინის დისკრედიტაცია მოეხდინათ.

„პატოკი" „გაზპრომის" სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დაიქირავა. ფაქტიურად, ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაკანონიერი სამხედრო კომპანიაა და შესაბამისად, მინისტრ შოიგუს დაქვემდებარებაშია. მას კი პრიგოჟინთან უთანხმოება აქვს.

„პრიგოჟინი შოიგუს სიძეს მოკვლით დაემუქრა. მათ შორის სერიოზული დაპირისპირებაა და როგორც ჩანს „პატოკმა" ეს მომენტი გამოიყენა, რადგან უნდოდათ, რომ პრიგოჟინისა და „ვაგნერის" დისკრედიტაცია მოახდინათ.

„არაა გამორიცხული, რომ ასეთი დაპირისპირებები გაგრძელდეს. ეს დიდი ხანია დაწყებულია და ის, რომ ბახმუტი ვერაფრით აიღეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი მწვავე შიდა დაპირისპირება და მტრობაა. როგორც ვიცი, „პატოკის" მებრძოლებს თანხას „გაზპრომი" უხდიდა და შეიარაღებით შოიგუ ამარაგებდა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" კიდევ ერთ ინციდენტზეც გვიყვება, რომელიც ბახმუტში რუს მებრძოლებს შორის მოხდა და მსხვერპლით დასრულდა.

„ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა არავითარ შემთვევაში არ გამოირიცხება, რადგან ეს ორგანიზებული დანაყოფი არაა, კერძო კომპანიებია, რომელთა მებრძოლების მოტივაცია შესაძლოა სულ სხვადასხვა ჰქონდეთ. შესაბამისად, რაც მოხდა, სრულიად შესაძლებელია სიმართლეს შეესაბამებოდეს.

„მე ასევე გავიგე, რომ ბახმუტის რუს მებრძოლებსა და მედესანტეებს შორისაც იყო რაღაც შეხლა-შემოხლა, რომელიც სროლამდეც მივიდა და რაღაც მსხვერპლიც არისო, მაგრამ არა მგონია ისეთი დიდი მასშტაბის ყოფილიყო.

„ეს ინციდენტები მოასწავებს იმას, რომ მებრძოლები გადაღლილები არიან, დისციპლინა დაბალია, წარმატებები არ ჩანს და თუ არის, დიდი მსხვერპლისა და დიდი დაძაბვის ფასად მიიღწევა და ეს რა თქმა უნდა მორალზე მოქმედებს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

პანიკა სამი დრონის გამო

რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვის ოლქში უკვე მესამე ჩამოვარდნილი დრონი იპოვეს, ამჯერად ბოგოროვსკის რაიონში. ერთ-ერთ დრონს ბორტზე 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა და უკრაინული წარმოების ძრავით იყო აღჭურვილი. სავარაუდოდ მას, სხვა ორი დრონის მსგავსად, საწვავი გაუთავდა და ამიტომაც ჩამოვარდა.

რუსული „ტელეგრამ" არხების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში სერიოზულად არიან შეშფოთებული, რადგან, ანალიტიკოსებით თქმით, ჰარსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემები ამ დრონებს ვერაფერს უხერხებს. შესაბამისმა სამასახურებმა დრონების ჩამოვარდნის ადგილები ლენტით შემოსაზღვრეს და ჯარის ნაწილებით ალყა შემოარტყეს.

„ტასს"-ი რუსეთის სამართლადამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოჩენილი კვადროპტერები კამერებით იყვნენ აღჭურვილები, თუმცა საიდენტიფიკაციო ნიშანი არ ჰქონიათ. ეს სამი დრონი მოსკოვის მახლობლად სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა.

უკრაინის ხელისუფლება დრონებთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშს არ ახორციელებენ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინული დრონები ახალი და საკმაოდ სერიოზული საფრთხეა რუსეთისთვის. იგი არ გამორიცხავს, რომ უკრაინელებმა უშალოდ მოსკოვში მდებარე სამთავრობო დაწესებულებებს დაარტყან.

„დრონების აღმოჩენა თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებითაც კი საკმაოდ რთულია. მოსკოვზე დრონებით თავდასხმა სავსებით შესაძლებელია. ეს შესაძლოა სიღრმისეულმა სადაზვერვო ჯგუფებმაც გააკეთონ და პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, კარგად მოქმედი ქსელი უნდა იყოს, თავისი ოპერატიული კუთხით და რეზიდენტურით. წესით ეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვისაც არაა პრობლემა.

„როგორც ჩანს, უბრალოდ გამოსცადეს დრონები სადამდე შეიძლებოდა წასულიყო. არაა გამორიცხული, რომ შეტევა უშუალოდ კრემლზეც განხორციელდეს, ასევე სამხედრო ობიექტებზე - თავდაცვის სამინისტრო იქნება, გენშტაბი, თავდაცვის ეროვნული მართვის ცენტრი, თუ სხვა.

„სხვა საქმეა თავად უკრაინის ხელმძღვანელობას რა პოზიცია აქვს. მაგრამ უკრაინას ამის უფლება აქვს, რომ სამხედრო ობიექტებზე მიიტანოს იერიში, რადგან ისინი ომის მდგომარეობაში არიან. შესაძლოა კრემლი და სხვა პოლიტიკური დაწესებულებები არ დაბომბონ, მაგრამ სამხედრო ობიექტებზე ამის უფლება აქვთ.

„რუსეთის შიგნით არიან ჯგუფები, მაგალითად „თავისუფალი რუსული ლეგიონი", რომლებიც პუტინის რეჟიმს ებრძვიან და შესაძლოა ეს მათი მხრიდანაც ყოფილიყო.

„მოსკოვზე შეტევა პანიკას და შიშს გამოიწვევს, რომელიც პუტინს ხელისუფლებაშ ყოფნას კიდევ უფრო გაურთულებს. საპასუხოდ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის მთავარი გადაწყვეტილების ცენტრების დაბომბვა დაიწყოს. არაა გამორიცხული, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღიც გამოიყენოს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ დრონებმა მოსკოვის შემოგარენში მიაღწიეს, ესე იგი საცდელი პროცესია და შემდგომი მცდელობები შესაძლოა უფრო წარმატებული იყოს.

„მოსკოვის შემოგარენი საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და იქიდან ცენტრამდე დიდი მანძილია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თუ დრონებმა იქამდე მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები რაღაცის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. თუ ამ დრონებს საწვავი არ ეყოთ, ესე იგი პროცესია და ალბათ შეძლებენ იმასაც, რომ საწავის რაოდენობაც გაზარდონ.

„არ მესმის ეს უკრაინამ რატომ უნდა უარყოს, რადგან ომია და შესაძლოა არც კომენტარი არ გააკეთონ. თუ უკრაინა უარყოფს, შესაძლოა უკრაინული სპეცსამსახურების რაღაც დაჯგუფება მოქმედებდეს. პარტიზანები ნაკლებად მგონია რუსეთის ტერიტორიაზე იყვნენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×