ნაზი ბერიძე
09.06.2023

პარასკევს სოჭში ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას „მეგობარი რესპუბლიკის" ტერიტორიაზე რუსული ბირთვული ტაქტიკური იარაღის განლაგების დაწყების თარიღი დაასახელა. ამბობს, რომ ეს ერთ თვეში მოხდება. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის დასავლეთით რამდენიმე კილომეტრით გადაწევა უფრო სიმბოლური პოლიტიკური ჟესტია, ვიდრე სამხედრო მნიშვნელობის გადაწყვეტილება.

„ბირთვულ იარაღის განათავსება ბელარუსში არის კუნთების თამაში, და ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟი. იმიტომ, რომ არც სამხედრო და არც სტრატეგიული თვალსაზრისით ტაქტიკური ბირთვული იარაღის რამდენიმე კილომეტრით წინ გადაწევა არაფრის მომცემი არ არის, და მეორე - ეს არის ბელარუსის უფრო მაგრად მიბმა რუსეთზე. დღევანდელი შეხვედრა ტაქტიკური ბირთვული იარაღის საკითხზე იყო იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ ერთად არიან," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

„მთლიანობაში ვითარება სტაბილურია, მე ვიტყოდი კარგიც კი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მზადება დასრულდება 7-8 ივლისს და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ზომებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განსათავსებლად,„ - უთხრა პუტინმა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.

25 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი 1 ივლისს დაასრულებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობის მშენებლობას ბელარუსში და მოსკოვსა და მინსკს შორის დადებული შეთანხმებების შესაბამისად, მას იქ განათავსებს.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იყო გაერთიანებული სამეფოს განცხადება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, მათ შორის, გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვების გადაცემაზე. მანამდე ლუკაშენკო დიდი ხანია აყენებდა საკითხს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი და ბელარუსი იძულებულნი არიან მიიღონ ზომები საფრთხის უკიდურესად მკვეთრი ესკალაციისა და ნატოს ერთობლივი ბირთვული მისიების გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×