ელზა პაპოშვილი
16.09.2023

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს.

„თავდასხმის ოპერაციების დროს დონეცკის ოლქის ანდრეევკას დასახლება აიღეს, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული გარნიზონი ანდრიივკაში უკრაინელებმა  ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს.

"მესამე მოიერიშე ბრიგადამ გაათავისუფლა სოფელი ანდრიივკა. განადგურებული რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის თითქმის მთელი ქვეითი ჯარი, ოფიცრებთან და მნიშვნელოვან აღჭურვილობასთან ერთად" ნათქვამია განცხადებაში. 

მესამე მოიერიშე ბრიგადის ცნობით, აღნიშნული დასახლების გათავისუფლება ბახმუტიდან მარჯვენა ფლანგზე გარღვევის გასაღები იქნება. ანდრიივკას დასახლების გათავისუფლების შესახებ პირველი განცხადება 14 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გააკეთა. 

ასევე უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ბოგდანოვკას რაიონში რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობებს არ წყვეტენ. გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კლიშევკის რაიონში შეტევითი ოპერაციების დროს ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს.   

ანდრეევკას გათავისუფლება - ვრცელდება სასტიკი ბრძოლების გადაღებული უნიკალური კადრები. ვიდეოში აღბეჭდილია ბრიგადის 1-ლი თავდასხმის შეტევითი მოქმედებები. მესამე ბრიგადამ სამაგალითო ბრძოლები აჩვენა დონეცკის რეგიონში ანდრეევკასთვის, რომლის გათავისუფლებაც მებრძოლებმა რუსებისგან მოახერხეს.

ადნრეევკას გათავისუფლებით ამაყია უკრაინის პრეზიდენტის. ზელენსკიმ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.  

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მახლობლად, დნეპრის გადაკვეთისთვის ხიდის შექმნა დაიწყეს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს ოპერაციები დნეპრის დელტაში ანტონოვსკის ხიდთან მდებარე ზოგიერთ კუნძულზე, რათა გააერთიანონ პოზიციები ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე მომავალი შეტევისთვის".- ამბობენ ანალიტიკოსები

ამავდროულად, ანალიტიკოსების აზრით, ოკუპანტებს, სავარაუდოდ, არ ჰყავთ ჯარის საჭირო რაოდენობა ამ სექტორში უკრაინის თავდასხმისგან დასაცავად, რადგან რუსეთის სარდლობამ ხერსონის რეგიონიდან რამდენიმე ქვედანაყოფი ზაპოროჟიეს რეგიონში გადაისროლა.     

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ნოვა-კახოვაში საცხოვრებელი უბანი შემთხვევით დაბომბეს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

„დღეს, ბერისლავის რაიონზე მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმების განხორციელების მცდელობისას, რუსებმა კვლავ აჩვენეს თავიანთი უუნარობა და ერთ-ერთი ბომბი ნოვა-კახოვკაში, საცხოვრებელ უბანში ჩამოაგდეს. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი ადგილობრივ მოსახლეობაში. თავის მხრივ, ოკუპანტები ცდილობენ გაავრცელონ ინფორმაცია, რომ ეს იყო უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაიდინეს, მაგრამ რეალურად ყველაფერი დაფიქსირებულია. ყველა ქმედება ცნობილია“, - განაცხადა უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა.

ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ ქალაქში საცხოვრებელ კორპუსებს უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და თორმეტი დაშავდა.   

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა ბახმუტის სამხრეთით დასახლება ანდრიივკას გათავისუფლება. მისი თქმით, ბახმუტისაკენ სამხრეთიდან მიმავალი რკინიგზის ხაზი აღარაა რუსული ნაწილების კონტროლქვეშ.  

„ანდრიივკას ჩრდილოეთით კლიშჩიივკას დიდი ნაწილი, მათ შორის ცენტრი,  უკრაინელთა ხელშია. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ანდრიივკას სამხრეთითაც, კურდიუმივკაში.   

„უკრაინელთა მხრიდან საბოლოო დაწოლა ასევე ხორციელდება ბახმუტის სამხრეთით მდებარე კლიშჩიივკაზე, ანდრიივკასა და კურდიუმივკაზე.  უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანდრიივკა გათავისუფლებულ იქნა რუსეთის კონტროლისაგან, მაგრამ ადგილზე მყოფმა სამხედროებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები სამივე წერტილში კვლავ აქტიურია. ამასთან, უკრაინული შეტევა საკმაოდ დიდ მანძილზეა გავრცელებული, მათ შორის ბახმუტის დასავლეთ გარეუბანშიც. 

-შავ ზღვაში კი რუსულ საბრძოლო და საპატრულო ხომალდებზე უკრაინული წყლის დრონების მხრიდან თავდასხმები მიმდინარეობს. რუსეთს საზღვაო ბლოკადის განხორციელება ძალიან ძვირი უჯდება. უკრაინელთა მხრიდან ნავთობის კოშკურების გათავისუფლების შემდეგ, რუსებს სარადარო ინფორმაციაც აღარ აქვთ ძველებურად ეფექტური. 

„ევპატორიაში რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S400-ზე "ნეპტუნის" ტიპის რაკეტებით იერიში იქნა მიტანილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ლიმიტირებული სისტემაა. ყირიმის ჰაერიდან ეფექტური დაცვა რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ღიმილისმომგვრელია, რომ ამ ფონზე მარია ზახაროვა უკრაინელებს დაემუქრა, ყირიმის ხიდზე არ მიიტანოთ იერიში თორემ პასუხი მკაცრი იქნებაო“,-აცხადებს პროფესორი. 

მისივე თქმით,  რუსეთისათვის იარაღის, ძირითადად ჭურვების, მთავარი მიმწოდებელი ჩრდილოეთ კორეაა. პროფესორი ამბობს, რომ კიმ ჩენ ინის მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ სავარაუდოა, რომ რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე დამოკიდებულება კიდევ გაიზრდება, მითუფრო, რომ არტილერიის მხრივ ფხენიანი მნიშვნელოვან არსენალს ფლობს. 

„თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსკოვის ჩრდილოეთ კორეასთან მიტმასნება მის პოლიტიკურ რეპუტაციაზე ძალიან მოქმედებს, ხოლო ფხემნიანზე დამოკიდებულება ირიბად ჩინეთზე დამოკიდებულებასაც მოასწავებს. თუმცა, ვნახოთ, ზოგადად, ჩრდილოეთ კორეაც ვაჭრობს ყველასთან და რუსეთში საჩვენებელი ვიზიტი მხოლოდ რუსეთისაგან ფულისა და რესურსების წამოღება არ იქნება. ეგ ისეთი რეჟიმია, ვინც მეტს შესთავაზებს, იმის თამაშს დაჰყვება“,-ამბობს პროფესორი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×