„სომხეთმა რუსეთის მონა-მორჩილებას თავი უნდა დაანებოს და მოხვდეს, რომ რუსეთი გადამგდებია“
თამთა ჩაჩანიძე
21.09.2023

ყარაბაღის დანებების მერე, სომხეთში საპროტესტო ტალღა არ ცხრება - ქუჩაში გამოსულია ორი ფრთა, პრორუსული ძალები, რომელიც მთავრობის სახლთან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყეებას ითხოვენ და რუსეთის მოწინააღმდეგეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა აზერბაიჯანთან ომში სომხები მიატოვა - ისინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან გამოსვლასა და ქვეყნიდან რუსული ძალების გაძევებას ითხოვენ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფაშინიანის ჩამოგდება იოლი არაა, რადგან ხალხს ძველი ძალების დაბრუნების ეშინიათ, გარეთ არ გამოდიან და არცერთ აქციას არ უერთდებიან, ამიტომ პროტესტის არცერთი ტალღა ძლიერი არაა.

სომხეთს ხელისუფლების წინააღმდეგ საოროტესტო აქციის მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს. მომიტინგეები, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრისკენ დაიძრნენ. აქციების პარალელურად მობილიზებულია პოლიცია.

„ვაცხადებთ შიმშილობას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც არ ეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, შემოგვიერთდეს", - განაცხადა პარტია „დემოკრატიული კონსოლიდაციის" ლიდერმა სურენ პეტროსიანმა რსულ მედიასთან საუბრისას.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშილი გვეუბნება, ანტისახელისუფლებო აციის პარალელურად, რუსეთის საელჩოსთან ანტირუსული გამოსვლებიც იმართება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა ერევანი „გადააგდო".

„ფაშინიანს აშკარად პრორუსული ძალები ებრძვიან. სომხეთის ქუჩებში ძირითადად ორი ძალა გამოდის, ერთი ფრთა პრორუსულია - ყოფილი ორი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის და სერჟ სარქისიანის მოხრეები, მათ რევანში და ძველი ხელისუფლების დაბრუნება სურთ. საზოგადოების დიდ ნაწილს, ფაშინიანი არ მოწონს, მაგრამ არც ამათი დაბრუნება უნდა. ეს მომიტინგეები სომხეთის მთავრობის სახლის წინ იკრიბებიან.

„მეორე ჯგუფი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ესენი ანტირუსული ძალები არიან, რომელიც რუსეთის საელჩოს წინ იკრიბებიან, გარკვეულწიად მხარს ფაშინიანს უჭერენ, მაგრამ უფრო მეტად რუსებს ეწინააღმდეგებიან. მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა ერევანი გადააგდო, მოატყუა და პრორუსულმა ძალებმა სომხეთი უნდა დატოვონ.

„ფაშინიანის წინააღმდეგ ბევრნი არიან, მაგრამ მათ ქოჩარიანისა და სარქისიანის დაბრუნება იმდენად ეშინიათ, რომ ისინი ქუჩაში არ გამოდიან. ამიტომაც სომხეთის პრემიერის ჩამოგდება ასე იოლი არაა, განა იმიტომ, რომ მას ბევრი მომხრე ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები მოტივირებულები არ არიან, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. მას გადმოგდება და რევოლუცია არ ემუქრება, თუ რაიმე ტერაქტი არ მოუწყეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგმა ყარაბაღის ომის შედეგებზეც ისაუბრა, სადაც, მისი თქმით, ოთხი მოთამაშე იკვეთება, რუსეთი კი „მოსამსახურის როლშია".

„ყარაბაღის თემის გარშემო ოთხი ძირითადი მოთამაშეა - წამყვანი აზერბაიჯანია, რომლის უკან მეორე მოთამაშე თურქეთია, ის რუსეთის დასანახად ბაქოს უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველჰყოფს. ამის გამო კი მოსკოვი ძულებულია ბაქოს ანგარიში გაუწიოს.

„თურქეთი კავკასიაში შემოსულია და სიტუაციას ფლობს, ამას მხოლოდ „ოცნება" ვერ ხედავს. რუსთს სურს, რომ მოთამშე იყოს, მაგრამ თურქეთმა და აზერბაიჯანმა მას მხოლოდ შავი საქმე დაუტივა, რომ ვითარება მოასუფთავოს, რუსეთი პრაქტიკულად მოსამსახურედ იქცა, მას აზერბაიჯანი და თურქეთი დღეს დასცინის და ეუბნება, რომ თუ დღეს კავკასიაში ყოფნა გინდა, მოდი სომხეთის ხელისუფლება გადააგდე. რუსეთი კი ოღონდ კავკასიაში დარჩეს და ურჩევნია გადამგდები იყოს.

„მეოთხე მოთამაშე სომხეთია, რომელიც სამივეს წესებით თამაშობს, იძულებულია მათ ანგარიში გაუწიოს. ახლა სომხეთმა რუსეთის მონა-მორჩილებას თავი უნდა დაანებოს და მოხვდეს, რომ რუსეთი გადამგდებია და დამოუკიდებელი პოლიტიკა დაიწყოს. ის პოლიტიკის არა ობიექტი, არამედ სუბიექტი უნდა გახდას და მოლაპარაკებები თავად დაიწყოს, როგორც აზერბაიჯანთან ისე სხვა ქვეყნებთან. რუსეთს კი ასეთი სომხეთი აღარ სჭირდება, ურჩევნია, რომ ფაშინიანი ახლავე მოიცილოს, მას ყარაბახზე ყველაფერი დააბრალოს და ძველი ძალები ხელისუფლებაში დაბრუნოს.

„რუსებს კავკასიაში საცეცები ერთი ორად შეეკვეცა, მას პრაქტიკულად აღარაფერი აღარ დარჩა, მხოლოდ საქართველო დარჩა, „ქართული ოცნება" და ფარცხალაძე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×