ნაზი ბერიძე
27.09.2023

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა ევროკავშირს მოუწოდა, მოემზადოს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების სავარაუდო ნაკადისთვის. მის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ათასობით ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, მითუმეტეს, რომ მომავალი ზამთარი, სავარაუდოდ, დამატებით გამოწვევებს შეუქმნის ლტოლვილებს" , - განაცხადა ლენარჩიჩმა.

ევროკომისიამ ასევე გამოაცხადა მთიანი ყარაბაღისთვის ფინანსური დახმარების 5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ - 500,000 ევროს გადაუდებელ დახმარებას, რომელიც გამოცხადდა გასულ კვირას და 4,5 მილიონი ევროს ახალ დაფინანსებას ლტოლვილების დასახმარებლად.

დახმარება გაეწევათ სომხეთში მომუშავე ევროკავშირის სხვადასხვა ჰუმანიტარული პარტნიორების მიერ და მიზნად ისახავს დაახლოებით, 25 ათას ადამიანს. ევროკავშირი ასევე დახმარებას გაუწევს თვით მთიანი ყარაბაღის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას - დაახლოებით 60 ათას ადამიანს მიეწოდება საკვები, სამედიცინო დახმარება და საცხოვრებელი.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" კონფლიქტის შემდგომი პერიოდის ჩვეულ მოვლენაზე ლტოლვილთა მოზღვავებაზე საუბრობს.

„მოკლედ ნებისმიერი კონფლიქტის დროს ლტოლვილთა დიდი ტალღა აგორდება ხოლმე მომიჯნავე ტერიტორიებზე და ამ შემთხვევაში ლაპარაკია ასიათასობით სომეხ ლტოლვილზე ყარაბაღიდან, როდესაც მათ ძირითად ნაწილს არ უნდა იქ დარჩენა, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

„აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ისინი სომხეთისკენ გაეშურებიან, მაგრამ უმრავლესობა ალბათ მოისურვებს ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღებას. და ამ განცხადების ადრესატიც მოუწოდებს ევროკავშირის სახელმწიფოებს, რომ ისინი მზად იყვნენ ახალი ტალღისთვის, რომელიც ისეთი დიდი არ არის როგორც უკრაინის შემთხვევაში. შეიძლება ყველა არ წავიდეს ევროპაში მაგრამ მათი საკმაოდ დიდი ნაწილი მოინდომებს თავშესაფრის მიღებას.

„თუ სომხეთში დარჩა, მაშინ პრობლემები შეექმნება ამ ქვეყანას. სომხეთში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია და დამატებით პრობლემები შეიქმნება" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

„ყარაბაღის კონფლიქტი ათწლეულებს ითვლის, სომხებსა და აზერბაიჯენელებს შორის ძალიან დიდი გაუცხოებაა-განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×